„როდესაც მთავრობა პასუხს არ აგებს შედეგებზე, ნებისმიერი პროგნოზი შეუძლია გააკეთოს, ჩვენ უკვე ორი წელია გვაქვს ვითარება, როდესაც ფინანსთა სამინისტროს გეგმები არ ხორციელდება, შესაბამისად გვაქვს პრობლემები , ლარის დევალვაცია ყოველი წლის ბოლოს საახალწლო საჩუქარივით გვაქვს.“- აღნიშნავს შეშელიძე.
ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით ექსპერტი სამ ძირითად მომენტს გამოყოფს,
„პირველი- ეკონომიკური პოლიტიკა არ უწყობს ხელს რომ ლარი იყოს მყარი. მეორე - მოლოდინები არის პესიმისტური და შესაბამისად გარკვეული გაქცევა ხდება ლარიდან, მესამე- ეროვნული ბანკი აქტიურად ერეოდა ფინანსურ საკითხებში, მონეტარული ინტერვენციების სხვადასხვა ფორმებით, შესაბამისად კიდევ უფრო გაამწვავა ვითარება. აქედან გამომდინარე ჩვენ გვაქვს სურთი, როდესაც ეროვნული ბანკიც და ბიზნესიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ლარის დევალვაცია განვითარდეს.“- აცხადებს ეკონომიკის ექსპერტი.
შეშელიძის თქმით, ხელისუფლებას არ ყოფნის ინტელექტი, რომ ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებს გაუმკლავდეს, საშველი კი არის ის, რომ ხელისუფლება რომელიც ვერ ახერხებს ეკონომიკური თავისუფლებისკენ გაუძღვეს საზოგადოებას, მმართველობას უნდა ჩამოშორდეს.
„რასაც აფუჭებენ იმაზე სიტუაციას ფლობენ და მაგაშია პრობლემა. ეს რომ ბუნებრივი მოვლენა იყოს, რომლის გაკონტროლებაც ადამიანს არ შეუძლია, ეს სხვა საქმეა, მაგრამ როდესაც შესაძლებელია სიტუაციის ფლობა და გაკონტროლება და მაინც ასეთ მდგომარეობაში ჩააგდეს ქვეყანა, იმიტომ ვარ კრიტიკული.“
კრიზისის გამწვავების და მონეტარული ცვლილებების შემთხვევაში ეკონომიკის ექსპერტი კომერციული ბანკების მხრიდან საპროცენტო განაკვეთების გადახედვასაც არ გამორიცხავს.
პაატა შეშელიძის განცხადებით, ის რომ ბიუჯეტის შესავსებად საგარეო ვალის დიდი რაოდენობით აღება ხდება საჭირო, ნიშანია იმისა, რომ ეკონომიკა არ მუშაობს:
„როდესაც 9 მილიარდიდან 2 მილიარდზე მეტს ვალით ავსებ , ცხადია რომ ეკონომიკა არ მუშაობს , ისეთი პროექტები აქვთ წამოწყებული, რომელთა დაფინანსება წარმოუდგენელი და არასწორია. არაფერი არ კეთდება იმისათვის რომ ეკონომიკური თავისუფლება განვითარდეს პირიქით ყოველდღე ახალი რეგულირებები შემოდის, ერთადერთი რაც კარგი მოვისმინე ეს არის ელექტრონული ვიზების შემოღება, რაც გაამარტივებს უცხოელისთვის ჩვენთან ჩამოსვლას, მაგრამ ეს ზღვაში წვეთია. აქედან გამომდინარე ჩემი დამოკიდებულება ასეთია კრიზისული ფონი იქნება სანამ არ იქნება არსებითი ცვლილებები. არსებითი ცვლილებები კი პიროვნული ცვლილებების გარეშე უბრალოდ შეუძლებელია.“- აცხადებს პაატა შეშელიძე
მასალის გამოყენების პირობები






