გიორგი მარგველაშვილისა და მაკა ჩიჩუას შვილის მიმართ ინტერესი ძალიან დიდია, გავრცელებული ინფორმაცია – კი მწირი.
ერთადერთი, რაც საზოგადოებამ პრეზიდენტის ახლად დაბადებულ ბიჭუნაზე გაიგო, ეს არის სქესი, სახელი, წონა და სიგრძე. თეიმურაზ მარგველაშვილი 2 თებერვალს – 3,600 და 51 სანტიმეტრი დაიბადა. ინფორმაცია პრეზიდენტის პრესსამსახურმა გაავრცელა და ამით დასრულდა ყველაფერი.
მკაცრად არის გასაიდუმლოებული სამშობიარო, სადაც მაკა ჩიჩუამ იმშობიარა. როგორც ოჯახის ახლობლები აცხადებენ, მაკას სურვილია, რომ ჯერჯერობით არანაირი ინფორმაცია არ გავრცელდეს. ერთადერთი, რასაც ახლობლები ამბობენ, არის ის, რომ პატარა ძალიან საყვარელია…
ბუნებრივია, ყველას აინტერესებს, ვინ იქნება თეიმურაზ მარგველაშვილის ნათლია ან ნათლიები. თუ გავითვალისწინებთ, რომ ხელის მოწერის დროს წყვილის მოწმეები მათივე შვილები იყვნენ, არ არის გამორიცხული, ნათლიებადაც სწორედ ანა მარგველაშვილი და მაშო ჩიჩუა შეარჩიონ ბუნებრივია, სხვა მეგობარ ნათლიებთან ერთად… ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით ნათლიებზე ინფორმაციებს არ ავრცელებენ…
წყარო: http://primetimenews.ge/
მასალის გამოყენების პირობები






