„კაცი, რომელიც ბევრს ლაპარაკობს“ დანგრეული ოჯახის შესახებ ალაპარაკდა. როგორც ილია ბეროშვილი ამბობს, მას დღის „კურიერის” წამყვან, ნელი აგირბასთან ოჯახი 8 თვის წინ, გაზაფხულზე დაენგრა. ილია ბეროშვილსა და ნელი აგირბას ორი გოგონა ჰყავთ. წყვილი ერთად 5 წელი ცხოვრობდა. ოჯახის დანგრევის მიზეზად ის ცხოვრენის რიტმის კარგდინალურ ცვლილებას ასახელებს.
ილია ბეროშვილი:„მანამდე არასამთავრობო ორგანიზაციაში რომ ვმუშაობდი, მშვიდი გრაფიკი მქონდა, მეტწილად სახლში ვიყავი. მეორე შვილზე ტოქსიკური ორსულობა ჰქონდა, იწვა და მე სახლში ვიყავი, საჭმელებს ვაკეთებდი, ვეხმარებოდი. სამმა ექიმმა გვითხრა, ბავშვი ვერ გადარჩებაო. ექომ გვიჩვენა ბავშვი ცოცხალი იყო. ექიმებს არ ვენდეთ და არ დავნებდით. ღმერთის დახმარებით გაჩნდა ევაც. ორივეს მძიმე გრაფიკი გვქონდა. რთული რეჟიმი რომ დამეწყო, მთელი დღე გარეთ ყოფნა მიწევდა, თან ამ სფეროში გამოუცდელი ვიყავი. დიდი ყურადღება, დაინტერესება, ერთი ტელევიზია, მეორე ტელევიზია, კონტრაქტები… ეს ხომ საქართველოა, უპროდიუსეროდ, იურისტის გარეშე ყველაფრის კეთება გიწევს და დაკავებული ვიყავი. მერე ღამე ბავშვების დაძინება და… არც მე და არც ნელი არ ვიყავით იმ დონეზე ძლიერები, რომ ერთმანეთისთვის მხარი დაგვეჭირა. ამ დატვირთვის გამო ხან მე ვიყავი სუსტად, ხან – ის. დაძაბული რიტმი იყო მთავარი მიზეზი.
- და სკანდალის გარეშე დაშორდით?
– რაღაც იყო… ჩემმა ცოლმა „ფეისბუქზე“ სტატუსიც დაწერა. მტკივნეულია განშორება. ქაოტური იყო ბევრი რამ. თუმცა უსიამოვნო დაშორების მიუხედავად ვმეგობრობთ. დაშორების მერე სტრესული და დეპრესიული პერიოდი მქონდა, თუმცა საქმე იმის დროს არ მაძლევდა, რომ ბოლომდე მოვდუნებულიყავი. დარდის გასაქარვებლად ვსვამდი. ვფიქრობდი, როგორ მოვეშვა ამდენი საქმის მერე-მეთქი. ეს სასმელიც დისკომფორტს მიმატებდა. ოთხი თვეა წვეთი არ დამილევია. მივხვდი, ვარჯიშით თუ გავქაჩავდი იმ ტემპს, რაშიც ახლა ვცხოვრობ. დღეს ვმეგობრობთ მე და ნელი. ვერ ვიტყვი, რომ ეს ადვილია. ორივეს რაციონალურად გვესმის, რომ შვილებისთვის სიყვარული და მშობლების ნორმალური ურთიერთობა მნიშვნელოვანია. ნელი კარგი ადამიანია, არც მე ვარ ბოროტი და გამოგვდის ურთიერთობა.
- შერიგება?
– შერიგების პერსპექტივა და დაშორების პერსპექტივა ყოველთვის არის. წინასწარ პროგნოზირება რთულია, არ მჯერა.
- მასზე, როგორც წამყვანზე, რას იტყვით?
– მაგარი წამყვანია. ასეთი პროფესიონალი იშვიათად შემხვედრია. იურისტია, მაგრამ ჟურნალისტური ეთიკა გადასარევად აქვს გამჯდარი. ზუსტი აზროვნება აქვს. არგუმენტირებული საუბარი აქვს. მასზე, როგორც წამყვანზე, ადამიანები მუდამ პოზიტიურად საუბრობენ.
თამარ გონგაძე
წყარო: http://primetimenews.ge/
მასალის გამოყენების პირობები






