ექსკლუზივი: „გულგახეთქილმა დამირეკა დედაჩემმა... ვინ აკეთებს ამას ან რატომ?!“ - გია ჯაჯანიძე
საზოგადოება - 16:03, 10 Feb, 2015     16465

„პირდაპირ ეთერში საშინლად სცემეს გია ჯაჯანიძე“ - ფოტო ამ სათაურით „ინტერნეტვირუსად“ იქცა და უკვე მეორე დღეა ინტერნეტსივრცეც „დაიპყრო“.

რა არის ეს? - კითხულობს გია ჯაჯანიძე და „ნიუპოსტის“ მეშვეობით კეთილისმსურველებს ამცნობს რომ არავის გაულახავს და ჯანმრთელადაა. თუმცა, იმდენი ვინმე შეაწუხა ამ „ნიუსმა“, რომ ცოტათი თავადაც აღშფოთებულია.

გია ჯაჯანიძე: „გულგახეთქილმა დამირეკა დედაჩემმა, რა მოხდა შვილო, რატომ გცემესო. არაფერი მომხდარა-მეთქი. ჩაწერაზე ვიყავი და ჩუმად ველაპარაკებოდი. რატომ ლაპარაკობ აბა ჩუმადო, არ დაიჯერა რომ ჩაწერაზე ვიყავი, ლამის გადაირია. დავამშვიდე, გავთიშე ტელეფონი და მირეკავს ჩემი და, ერთი სიტყვით ატყდა ამბავი, ბოლოს კი გადაცემის ჩაწერაც გააჩერეს ამის გამო...

-როგორ ფიქრობ ვის დასჭირდა ეს ყოველივე და რეალურად რა ხდება ფოტოზე, რომელიც გამოქვეყნდა?

კადრი არის აღებული GDS-ის გადაცემიდან, „ბინა + 18“, ამ შოუში მივიღე მონაწილეობა და ძირს ვზივარ, მაქვს დაჯღანული სახე და ერთ-ერთმა წამყვანმა უნდა ამიყვანოს ხელში, ვიცინი, ოღონდ კადრი არის ისე მოჭრილი და სახე ისე ჩანს თითქოს შეწუხებული, გეგონება რომ რაღაც დოკუმენტურად გადაიღეს თუ როგორ მირტყამენ.

წუხელ არ გაჩერებულა ტელეფონი, უამრავი მწერდა „ფეისბუქზე“ - ვინ დაგხვდა, ვინ გცემაო.

არ ვიცი ვინ აკეთებს ამას ან რატომ?! არც ის ვიცი ეს მტერი ვინ მყავს, ისე მაინც დამანახა. არადა მე მტრებს მუდმივად ვლოცავ და ვიმეორებ - ჩემი მტერი იყოს ჯანმრთელად-მეთქი... და რატომ ვლოცავ იცით? ერთმა მღვდელმა მასწავლა, თურმე მტერს რომ ლოცავ ტვინიც უჯანმრთელდება და აზროვნებაც ბევრად ჯანსაღი უხდება. ჰოდა, უკვე მტერი აღარ არის.

მე ვლოცავ მტერს და ჯანმრთელ ტვინთან ერთად ვუსურვებ, რომ ჰქონდეს ბევრი ფული და იყოს წარმატებული, ბევრი ფული როცა ექნება და წარმატებული იქნება აღარ შეშურდება არავისი და იქნება თავისთვის.

ამიტომ ყველას ვუსურვებ ასე დალოცოს მტერი, იქნებ მართლა მოხდეს დიდი სასწაული. გამოჯანმრთელდეს ყველა და გადაეჩვიოს ხალხი ამ მტრობას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42