კრძალავს თუ არა ეკლესია პლასტიკური ოპერაციებისა და ტატუს გაკეთებას
საზოგადოება - 14:50, 10 Feb, 2015     13933

როგორია პლასტიკურ ოპერაციებთან და სხეულზე ტატუს გაკეთებასთან დაკავშირებით ეკლესიის დამოკიდებულება , ამასთან დაკავშირებით ვაკის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიის ტაძრის წინამძღვარი, მღვდელი საბა (ბიგაშვილი) ჟურნალ "თბილისელებთან" საუბრობს:


„ღმერთი ადამიანს უნაკლოს ბადებს, მას ყველაფერი აქვს: ყურები, თვალები, კიდურები და, ეს რომ არ დასჭირვებოდა, მაშინ ღმერთი არც მისცემდა, ანუ, ის, რაც შექმნილია ადამიანში ადამიანისთვის, უკვე გამშვენებულია და ერთმანეთთან იდეალურად არის შერწყმული, ანუ, ადამიანის აგებულება იდეალურია. თუმცა, ზოგჯერ ადამიანი ნაკლით იბადება და, უნდა ითქვას, რომ ეს ღმერთის ბრალი კი არ არის, არამედ გენეტიკის, რადგან დამახინჯდა ადამიანის გენეტიკა. როდესაც პირველმა ადამიანებმა შესცოდეს, წუთისოფელში შემოვიდა სიკვდილი, ხრწნილება, ადამიანისა და მთელი სამყაროს დაცემა. ამიტომაც ხდება ცხოვრებაში, რომ ადამიანი იბადება ნაკლით და ეს შეიძლება იყოს მშობლების ან მისი უახლოესი წინაპრების ბრალი. შეიძლება, მათ ჰქონდათ რაღაც ხინჯი და ის გადავიდა გენეტიკურად. ეს ყველაფერი კი ძალიან არის დამოკიდებული ადამიანების ცხოვრების წესზე. რა თქმა უნდა, ამის გამოსწორება შეიძლება პლასტიკური ოპერაციით. მაგალითად, ადამიანს, შეიძლება, სჭირდება ცხვირის გალამაზება, მით უმეტეს, გოგონები აქცევენ ამას ყურადღებას და, რა თქმა უნდა, მას შეუძლია, მივიდეს და გაიკეთოს ოპერაცია, ამაში ცუდი არაფერია, განსაკუთრებული საეკლესიო კანონი, სასჯელი ან, შეგონება ამაზე არ არსებობს. თუმცა, არსებობს საეკლესიო კანონი ადამიანის ჩაცმულობაზე, მორთულობაზე, მისი ცხოვრების წესზე, თუ როგორი უნდა იყოს ქრისტიანი. 92-ე საეკლესიო კანონის თანახმად, იკრძალებოდა, თუ ქალი ჩაიცვამდა მამაკაცის ტანსაცმელს, ან მამაკაცი – ქალის სამოსს, მოირთვებოდა ზედმეტად, დაიმახინჯებდა სახეს. ეკლესია კოსმეტიკის გამოყენებას არ კრძალავს. უბრალოდ, აქ ზომიერებაა მთავარი, ისევე, როგორც ყველაფერში. ადამიანი, მით უმეტეს, ქალი, ისედაც ლამაზია და მას ზედმეტად გალამაზება არ სჭირდება. როგორც აღვნიშნე, ეკლესია არ კრძალავს პლასტიკურ ოპერაციებს, მაგრამ, გააჩნია ოპერაციას. თუ ადამიანი იმიტომ იკეთებს ამ ოპერაციას, რომ მას რაღაც ნაკლი აქვს, ეს კი მას პრობლემებს უქმნის, მაშინ, შეუძლია, გაიკეთოს, თუნდაც, როგორც უკვე აღვნიშნე, ცხვირის ოპერაცია, მაგრამ, თუ ეს ეხება სხეულის სხვა ნაწილებს და ეს ნაწილები ხდება საბაბი იმისა, რომ ამ ადამიანმა გაკეთებული ოპერაციით უნდა აღძრას ვნებები სხვა ადამიანში, ეს დაუშვებელია და ეკლესია ამ ყველაფრისგან გაიმიჯნება. ადამიანი ისედაც ლამაზია, ღვთის ქმნილებაა და მისი ზედმეტად შელამაზება არ არის საჭირო. მით უმეტეს, თუ ემსახურება იმას, რომ ადამიანი სხვა ადამიანებისთვის გახდეს უფრო მეტად მიმზიდველი, მოსაწონი, უფრო მეტიც – საცდური.“- აცხადებს სასულიერო პირი და ტატუსთან დკავშირებით ეკლესიის პოზიციაზეც საუბრობს:

„ ეს ყველაფერი ადამიანისთვის აუცილებლობას არ წარმოადგენს, პირიქით, შეიძლება, ეს ძალიან ცუდიც იყოს. თუმცა, ტატუს გაკეთება არ არის თავის დამახინჯება, არ აისახება ცუდად ადამიანის ჯანმრთელობაზე, მაგრამ, წლების განმავლობაში კარგად ამჩნევია ის ადამიანის სულს. თანაც, ადამიანები, ხშირ შემთხვევაში, ისეთ ადგილას იკეთებენ სვირინგებს, რომ ის სხვებისთვის გახდეს საცნაური, ანუ გამოსაჩენი. თუმცა, ისეთ ადგილებშიც იკეთებენ, მაპატიეთ და, თუ ადამიანი არ გაშიშვლდა, ისე არ ჩანს. მაგრამ, ძირითად შემთხვევაში მაინც ისეთ ადგილებში კეთდება, რომ სხვებმა შეამჩნიონ. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ადამიანს აქვს საკუთარი თავის რეალიზების პრობლემა. ეს, შეიძლება, გამოიხატებოდეს სულიერებაში, ურთიერთობაში სხვა ადამიანებთან. თუ ასეთი ადამიანები კარგად დაუკვირდებიან საკუთარ თავს, მიხვდებიან, რომ სულის სიღრმეში რაღაც პრობლემა აქვთ, მეტად სჭირდებათ, ვიღაცას მოაწონონ თავი, მეტად გახდნენ მისაბაძები და, თუნდაც იმ დეტალის გამო, მასზე უფრო მეტად გაამახვილონ ყურადღება. ანუ ეს ყველაფერი სულიერებისგან ძალიან შორს არის. ჩვენ თუ დავუკვირდებით იმ ნახატებს, რომლებიც სხეულზე კეთდება, ჩავწვდებით მათ ხასიათს, მივხვდებით, რომ ეს ძალიან ცუდია. იშვიათია, რომ ადამიანმა გაიკეთოს ყვავილი ან მსგავსი რამ, რომელიც, შეიძლება, ალამაზებდეს ადამიანს, თუმცა, მაინც არ ალამაზებს. შეიძლება, ვინმეს გაეცინოს, მაგრამ, ძირითადად დამკვიდრებულია ისეთი ტატუები, რომლებიც მყარად არის დაკავშირებული ბნელ ძალებთან. მაგალითად, თავის ქალები და ჩონჩხი, რა თქმა უნდა, ასოცირდება ბნელ ძალებთან, დაცემული ადამიანების მდგომარეობასთან და ეს ადამიანს სულიერად აუცილებლად დაამცრობს, დააცილებს უფალს. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ეს ცუდად აისახება ადამიანის გარეგნობაზე და, უხეშად რომ ვთქვათ, მათ საშვიც კი აქვთ გარანტირებული ბნელ ძალებთან ურთიერთობასა და თანამშრომლობაში. ადამიანის დანიშნულება ის არის, რომ მან განავითაროს საკუთარი სულიერი ძალები და, თუ ეს ასე არ ხდება, მაშინ ადამიანი, ნებსით თუ უნებლიეთ, ხდება ეშმაკის მოკავშირე – თუ არ არის ღმერთთან, ესე იგი, არის ეშმაკთან. ერთი შედარება მინდა მოვიყვანო: როდესაც ადამიანი ინათლება, განსაკუთრებით, როდესაც ის ჩვილია, მას მეურვეობას უწევენ ისინი, ვისაც ჩვენ ნათლიებს ვეძახით. ისინი აცხადებენ თანხმობას იმაზე, რომ განეშორებიან ეშმაკსა და მის საქმეებს, მაცდურ ვნებებს. ამ დროს ადამიანი ინათლება და ხდება ქრისტეს მეომარი – ის ბრძოლას უცხადებს ეშმაკს. ჩვენი უბედურება კი ისაა, რომ ჩვენ ვუცხადებთ ეშმაკს ბრძოლას, მაგრამ ბრძოლისთვის აღარ ვემზადებით. ეს კარგად იცის ეშმაკმა, არ ავიწყდება და მთელი ცხოვრება გააფთრებით გვიტევს. ჩვენ კი გვავიწყდება, რომ მას ბრძოლა გამოვუცხადეთ, რომ ყოველდღე უნდა მოვემზადოთ ამ ბრძოლისთვის მარხვით, ლოცვით, კეთილი საქმეების აღსრულებით და უფლის დიდი მადლითა და დახმარებით შევძლებთ გამარჯვებას და ეშმაკის დამარცხებას.“- აცხადებს მღვდელი საბა ბიგაშვილი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42