ასტროლოგი მიხეილ ცაგარელის თქმით, საქართველოში ბევრი ცვლილებაა მოსალოდნელი, ხელისუფლებაში ახალი გუნდი გამოჩნდება და ბიძინა ივანიშვილი მოვლენებზე გავლენას ისევ მოახდენს.
„იქნება მნიშვნელოვანი ცვლილებები, დაიხურება ბევრი ტელევიზია, რადგან იქნება დიდი კონკურენცია. იქნება უამრავი ჟურნალისტის გადასვლა-გადმოსვლა ტელევიზიებში, შეცვლიან პროგრამებს. ამავდროულად ჟურნალისტებს ექნებათ დიდი სამუშაო.
აუცილებლად იქნება ცვლილებები სამართალდამცავ ორგანოებთან, იგივე პროკურატურასთან მიმართებაში. რაც მთავარია იქნება ცვლილებები ზედა პოლიტიკურ დონეზე.
საფუძველი უნდა დაედოს ახალი ჯგუფის შემოსვლას, რომელმაც უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და გარკვეულწილად შეიძლება შეცვალოს ეს მთავრობა. მოიწვევენ პროფესიონალ კადრებს, მათ შორის მათაც , ვინც გაქცეულია საქართველოდან. ეს არის რეფორმებისა და ახალი სახეების გამოჩენის წლები.
11 თებერვალს მფარველი ანგელოზი შედის მერწყულის ზოდიაქოში, მერწყულის ნიშნით დაბადებულია ბიძინა ივანიშვილი, რომელიც მოახდენს ზეწოლას მოვლენების პერიპეტიებზე, იმედი მაქვს, რომ მფარველი ამგელოზი მას დაეხმარება სწორი არჩევანის გაკეთებაში. წელს მას ეძლევა შესაძლებლობა ბევრი საკადრო ცვლილება განახორციელოს და გამოასწოროს შეცდომები.
აუცილებლად შეიცვლებიან მინისტრები, მოადგილეები, დეპარტამენტის ხელმძღვანელები. ეს იქნება წმენდის წელი.
სააკაშვილი სიტუაციას სერიოზულად ვერ არევს , მაგრამ გამაღიზიანებელი ფაქტორები იქნება. მთავრობა თუ ასე უნიათოდ და მდორედ იმოქმედებს, არ არის გამორიცხული დაახლოებით 2 წლის შემდეგ , მაიმუნისა და მამლის წელიწადის ზღვარზე , დადგება რევოლუციური პიროებები.“- აცხადებს მიხეილ ცაგარელი
წყარო „ალია“
მასალის გამოყენების პირობები






