"მე და საზოგადოება"- სკოლებში ახალი საგნის სწავლება იწყება
საზოგადოება - 12:40, 10 Feb, 2015     6491
ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილებები შევიდა, რომლის თანახმადაც საქართველოს სკოლებში ახალი საგნის "მე და საზოგადოება"-ს სწავლება იწყება

2015-2016 სასწავლო წელი აღნიშნული საგნისთვის საპილოტე იქნება და საგნის სწავლება თბილისსა და რეგიონების რამდენიმე სკოლაში დაიწყება. შემდეგი 2016-2017 სასწავლო წლიდან კი საგნის სწავლება მთელი საქართველოს მასშტაბით, როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლებში სავალდებულო გახდება.


როგორც საქართველოს განათლების უწყების წარმომადგენლები აცხადებენ საგნის ძირითადი მიმართულებები პიროვნული განვითარება და იდენტობა იქნება.

ამჟამად სამოქალაქო განათლების სწავლება სავალდებულოა მე-9 მე-10 კლასებში, სხვა კლასებში კი სამოქალაქო განათლების თემები სხვადასახვა საგნებშია ინტეგრირებული.

როგორც განათლების სამინისტროში აღნიშნავენ, სამოქალაქო ცნობიერების ხარისხი მაინც დაბალია და საგნის მე-9 კლასიდან სწავლება დაგვიანებულია. ამიტომ საგნის "მე და საზოგადოება" სწავლება ამ ეტაპზე მესამე და მეოთხე კლასში დაიწყება


მათი თქმით, საგნის სწავლების პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი თემა - საკუთარი პიროვნების შეგნებაა და შინაარსი ისეა დალაგებული, რომ მოსწავლეს თვითანალიზის უნარი განუვითაროს. განსზღვროს საკუთარი სოციალური როლი და იდენტობა ოჯახთან, საზოგადოებასთან მიმართებაში, სკოლაში, მიკროსოციუმში, სამეგობროში. გაიაზროს, როგორ შეიძლება განივითაროს საკუთარი ნიჭი. რატომ უნდა ჰქონდეს ღირსების გრძნობა, რა პასუხისმგებლობები აკისრია, როგორ უნდა მიხედოს საკუთარ თავს, რომ ის იყოს სრულფასოვანი წევრი


საგანმანათლებლო რესურსი სახელმძღვანელოს სახით "მე და საზოგადოებაში" ჯერ არ არსებობს. განათლების უწყების განცხადებით ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შემდეგ, შესაბამისი სახელმძღვანელოზე კონკურსი გამოცხადდება. მათი თქმით, ამ ეტაპზე სტანდარტი და შესაბამისი მასალები უკვე მომზადებულია..





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42