წელს ხელფასების ზრდა გამორიცხულია
ბიზნესი & ეკონომიკა - 12:14, 10 Feb, 2015     2799

ეროვნული ვალუტა გაუფასურებას განაგრძობს და მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის შემოსავალი მცირდება. მიუხედავად ამისა, ხელფასების მომატებაზე არავინ ფიქრობს. მეტიც, კომპანიების ნაწილი იმაზეც საუბრობს, რომ კურსის ვარდნის გამო ბიზნესი ზარალზეა, ამიტომ მათთვის არსებული ხელფასების შენარჩუნება მთავარი საზრუნავია.

"ბიზნეს-რეზონანსის" გამოკითხვის შედეგად დადგინდა, რომ კომპანიები თანამშრომელთათვის ანაზღაურების მატების საკითხს არ განიხილავენ. "გეო ჯგუფის" დამფუძნებელ ანზორ ქოქოლაძის განცხადებით, ლარის კურსმა მოსახლეობის მსყიდველობითი უნარი იმდენად შეასუსტა, რომ მისთვის ტექნიკის შეძენა უკვე აღარ არის პრიორიტეტული. ვალუტის გაუფასურება პრობლემაა ბიზნესისთვისაც, რის გამოც ქვეყანაში ხელფასების ზრდა ვერ ხერხდება.

"ჩვენი საქმიანობა რეალიზაციაზე პირდაპირ არის მიბმული. გარდა იმისა, რომ რეალიზაციმ იკლო, შეგვიმცირდა მოგების მარჟაც. მომხმარებელი პირველადი მოთხოვნილების პროდუქტზე გადაერთო და მისთვის ახლა ტექნიკა პრიორიტეტი აღარ არის. მკვეთრად შემცირდა ფულადი გზავნილების მოცულობა, ეს ყველაფერი კი მოსახლეობის მსყიდველობით უნარზე ცუდად აისახება და ბიზნესისთვისაც ნეგატიური შედეგის მომტანია.

ასეთ ფონზე ხელფასების ზრდას ვერ დავგეგმავთ, უახლოეს მომავალში ამაზე საუბარიც წარმოუდგენელია. ლარის გაუფასურებამ ისედაც მრავალი თავსატეხი გაგვიჩინა. ეს პროცესი რენტაბელობაზეც აისახა და ბევრი ბიზნესი მინუსშიც გადავიდა", - აცხადებს ქოქოლაძე.

ხელფასის ზრდის საკითხს არ განიხილავენ "თეგეტა მოტორსში". კომპანიის წარმომადგენლები ამ თემაზე ღიად არ საუბრობენ. ისინი პირდაპირ პასუხს თავის არიდებენ და ამბობენ, რომ სახელფასო ცვლილებებთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობენ.

თანამშრომელთათვის ანაზღაურების მომატებას არც "ალფა ბიზნეს ჯგუფი" გეგმავს. "მესმის, ეს საზოგადოებისთვის ძალიან მტკივნეული საკითხია, მაგრამ ჯერჯერობით არ მივიჩნევთ საჭიროდ, რომ ხელფასები გავზარდოთ", - აცხადებენ კომპანიაში.

"საქართველოს რკინიგზაში" ბოლო 2 წლის განმავლობაში ყველაზე დიდ მიღწევად სახელფასო ფონდის ზრდას მიიჩნევენ. კომპანიაში აცხადებენ, რომ ამ მხრივ მნიშვნელოვანი ღონისძიებები გატარდა და მორიგი ცვლილება არ იგეგმება.

"99-მილიონიანი სახელფასო ფონდი ჩაგვბარდა და 147 მილიონ ლარამდე გავზარდეთ. ეს მოხდა ისე, რომ თანამშრომელთა რაოდენობა იგივეს და არც მენეჯერთა ხელფასები შეცვლილა. ვფიქრობ, სახელფასო ფონდის ზრდა ძალიან დიდი მიღწევაა და მას კორექტირება ჯერჯერობით არ სჭირდება", - აცხადებენ "საქართველოს რკინიგზის" პრესსამსახურში.

2015 წელს 15%-ით მოიმატა "ქართუ უნივერსალის" თანამშრომელთა ანაზღაურებამ, თუმცა როგორც კომპანიაში განმარტავენ, ცვლილება ლარის კურსს არ უკავშირდება.

"სამომხმარებლო ბაზარზე ინფლაცია არ შეინიშნება. აქედან გამომდინარე, ვერ ვხედავ აუცილებლობას, რომ ხელფასების ზრდა კომპანიამ კონკრეტულად ლარის ფაქტორს დაუკავშიროს. ჩვენმა კომპანიამ 2015 წლის ბიუჯეტის შედგენისას ყველა რანგის თანამშრომელს დაახლოებით 15%-ით გაუზარდა ანაზღაურება. ამ ღონისძიებას ყოველწლიურად მივმართავთ და გამონაკლისი არც წელს ყოფილა. კომპანიაში სულ 450 თანამშრომელია, ხელფასების მატება ყველა მათგანს შეეხება", - ამბობს ლადო კუხიანიძე, "ქართუ უნივერსალის" მარკეტინგის მენეჯერი.

რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ნოემბრიდან მოყოლებული, რაც ლარის კურსი ვარდნას განაგრძობს, ხელფასების გაზრდა დასაქმებულებს ერთხელაც არ მოუთხოვიათ. მიუხედავად იმისა, რომ შემოსავალი შეუმცირდათ, არავის აქვს იმედი, რომ ხელფასს მოუმატებენ. ბოლო დროს ადამიანთა მთავარი საზრუნავი სამუშაო ადგილის შენარჩუნება გახდა.


წყარო "რეზონანსი"





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42