ადმინისტრაციული საჩივრებისა და სასამართლო საქმის წარმოება ელექტრონული გახდა
საზოგადოება - 11:51, 10 Feb, 2015     1545
საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში კიდევ ერთი ახალი პროექტი - ადმინისტრაციული საჩივრებისა და სასამართლო საქმის წარმოების ერთიანი ელექტრონული პროგრამა ამოქმედდა. პროგრამა სრულად ასახავს სააგენტოში მოქალაქის მიერ ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის და სასამართლოში გასაჩივრებული საქმის წარმოების პროცესს.

მასში თავს იყრის ყველა საჩივარი და ამ საჩივრებთან დაკავშირებით ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების შედეგი, სასამართლოში გასაჩივრებული საქმე და აღნიშნულ საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილებები.

ახალი პროგრამა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ერთიან და სრულყოფილ ინფორმაციას აწვდის მოსარჩელის, მოპასუხის, დავის საგნისა და სასამართლო განხილვების რაოდენობის შესახებ. აღსანიშნავია, რომ თითოეულ საქმეს ელექტრონულ ფორმატში თან ერთვის სარჩელი და ყველა ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

ახალი პროგრამის დახმარებით მონაცემები ყველა ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურიდან ცენტრალიზებულად თავს ერთიან მონაცემთა ბაზაში იყრის, მათი აღრიცხვა და სისტემატიზაცია კი ელექტრონულად ხდება, რაც სტატისტიკური ინფორმაციის მოძიებასა და დამუშავებასაც ამარტივებს.

„ახალი პროგრამა ელექტრონული მმართველობის დანერგვისკენ გადადგმული კიდევ ერთი წარმატებული ნაბიჯია. ჩვენი მიზანია კიდევ უფრო დაიხვეწოს სააგენტოს შიდა მმართველობითი საქმიანობა და ადმინისტრაციული საჩივრებისა და სასამართლო საქმის წარმოების აღრიცხვა-სისტემატიზაციის პროცესი, სრულყოფილი ინფორმაცია მივიღოთ დავების, მათი შედეგებისა და მიზეზების შესახებ. ეს მონაცემები სამომავლოდ არსებული ხარვეზების გამოსწორების კუთხით მნიშვნელოვნად დაგვეხმარება. პროგრამა გააუმჯობესებს და კიდევ უფრო ეფექტურს გახდის ჩვენს შიდა ორგანიზაციულ პროცესებს“- აღნიშნავს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს თავმჯდომარე პაპუნა უგრეხელიძე.

პროგრამა ეტაპობრივად სააგენტოს ყველა ტერიტორიულ სამსახურში ამოქმედდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42