ვის ადანაშაულებდა ვაზაგაშვილი ივანიშვილის გარემოცვიდან და რა პირობა მიიღო მან ყოფილი პრემიერისგან
საზოგადოება - 11:07, 10 Feb, 2015     3333

„მეორე არხის“ ეთერში გასულმა ფილმმა „ვაზაგაშვილები: ბრალდების საზღაური“ საზოგადოებას დამატებით კითხვები გაუჩინა. ცნობილი იყო იმის შესახებ, რომ იური ვაზაგაშვილმა ყოფილი პრემიერ-მინისტრ ბიძნა ივანიშვილს შეხვედრის დროს სია მიაწოდა, სადაც ჩამოთვლილნი იყვნენ ის მაღალჩნონსნები, რომლებიც ზურაბ ვაზაგაშვილის საქმეში ფიგურირებდნენ და რომელთა ნაწილსაც კვლავ მაღალი თანამდებობები ეკავათ, საგამომძიებლო ფილმის ეთერში გასვლის შემდეგ ცნობილი გახდა დამატებით მეორე სიის არსებობის შესახებაც.

„ამ დეტალების შესახებ ვაზაგაშვილის გარდა, მისმა რამდენიმე უახლოესმა მეგობარმა იცოდა. პირველი არის ის, რომ ვაზაგაშვილმა ივანიშვილს არა ერთი, არამედ ორი სია მიუტანა. კერძოდ, ვაზაგაშვილმა წარადგინა არა მხოლოდ ძალოვანი უწყებების იმ თანამშრომლების სია, რომლებიც მის ხელთ არსებული მტკიცებულებებით, გარეული იყვნენ ე.წ. კორტების სპეცოპერაციაში, არამედ მან ივანიშვილს მეორე სიაც წარუდგინა, სადაც უკრაინაში მყოფი სინდოიანის გარდა, ის მოწმეები იყვნენ, რომელთა უმეტესობა შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი ან მოქმედი თანამშრომელია და რომლებიც თანხმობას აცხადებდნენ, რომ სასამართლოსთვის ჩვენება მიეცათ. ვაზაგაშვილმა ექს პრემიერს უთხრა, რომ მისი ადვოკატების მიერ მოწმეთა ჩვენებების უმეტესობა გამოკითხვის ოქმების სახით იყო ჩაწერილი და ვაზაგაშვილმა ივანიშვილს ისიც უთხრა, რომ მოწმეები პროკურატურასთან სათანამშრომლოდ უსაფრთხოების დაცვის გარანტიებს ითხოვდნენ“, - აღნიშნავენ საგამოძიებო ფილმში.

გარდა ამისა ვაზაგაშვილმა ივანიშვილს დაუსახელა სამი პირი, რომელთა პოლიტიკური აღმასვლა პირადად ივანიშვილის დამსახურება იყო და სწორედ ეს ადამიანები დაადანაშაულა იური ვაზაგაშვილმა ოჯხური ინტერესების გატარებაში.

„ვაზაგაშვილმა ამ პირებს ბრალი დასდო სახელმწიფო საქმეებსა და საკადრო პოლიტიკაზე ოჯახური გავლენების ქონაში, ასევე ძალისმიერი უწყებების საქმეებში ოჯახების მონაწილეობაზე. ივანიშვილმა ვაზაგაშვილის თანდასწრებით დასახელებულ პირებს დაურეკა და მათ პასუხი მოსთხოვა. შეხვედრაზე გადამწყვეტი ის იყო, რომ ივანიშვილმა ვაზაგაშვილს მომავალი შეხვედრა ერთ კვირაში იმ პირობით დაუთქვა, რომ მისი ყველა პრეტენზია გაირკვეოდა და ე.წ. კორტების საქმეზე შედეგი დაიდებოდა“, - ნათქვამია საგამოძიებო ფილმში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42