"თავისუფალი თაობის" ხელმძღვანელი ლადო სადღობელაშვილი აცხადებს, რომ მან გასული წლის ოქტომბერში გამოაქვეყნა მოქმედი პოლიციელების 18 კაციანი სია, რომლებიც ორგანიზაცია "სამართალდამცავთა ლიგასთან" ერთად ქვეყანაში არეულობის მოწყობას გეგმავდნენ. ოქტომბერში გამოქვეყნებულ 18 კაციან სიაში იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებული გია სოსანაშვილიცა არის.
ლადო სადღობელაშვილი ამბობს, რომ მას აქვს როგორც ფოტო ასევე აუდიო ჩანაწერები, რომლითაც დასტურდება რომ ეს პირები ქვეყანაში არეულობას გეგმავენ.
ორგანიზაცია "თავისუფალი თაობის" ბრალდებებს დღეს "სამართალდამცავთა დაცვის ლიგაში" უპასუხეს. ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ მათ მსგავსი განზრახვა, არც ჰქონდათ და არც აქვთ.
"კურიერთან" კომენტარი გააკეთა სადღობელაშვილის სიაში მოხვედრილმა კიდევ ერთმა პირმა, დავით დათაშვილმა. ის აცხადებს, რომ მას პოლიციაში არასდროს არ უმუშავია.
დათაშვილი სადღობელაშვილის სიას აბსურდულად აფასებს და აცხადებს, რომ "თავისუფალი თაობის" ხელმძღვანელმა სია facebook-ს ლაიქებისა და კომენტარების საფუძველზე შეადგინა.
წყარო: rustavi2.com
მასალის გამოყენების პირობები






