,,სამწუხაროდ შენგან მედიამენეჯერი ვერ შედგა“ - კახა ბექაურის პასუხი ნიკა გვარამიას
საზოგადოება - 16:07, 09 Feb, 2015     3491
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრი კახა ბექაური ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ხელმძღვანელს, ნიკა გვარამიას პასუხობს. ბექაური გვარამიას პოლიტიკური ინტერესების გატარებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ თუ გვარამიამ სარეკლამო ბიზნესში მისი ინტერესები ვერ დაადასტურა ბოდიშის მოხდას მოითხოვს.

,,ნიუპოსტი“ უცვლელად გთავაზობთ, კახა ბექაურის განცხადებას:

„წარმატებას გისურვებ სარეკლამო ბიზნესში ჩემი ინტერესის ძიების საქმეში. წარუმატებლობის შემთხვევაში ისეთივე საჯარო ბოდიშს დაველოდები, როგორიც ცილისწამება იყო.

სამწუხაროა, რომ შენგან მედიამენეჯერი ვერ შედგა და ისევ პოლიტიკას აკეთებ ტელევიზიის ხელმძღვანლის პოზიციიდან. ხშირ შემთხვევაში ამის გამო ლოგიკაც გეკარგება. სარეკლამო ბიზნესში ინტერესების მქონე ადამიანი, ვერ გახდება ავტორი ისეთი კანონპროექტისა, რომელიც სარეკლამო ბაზარს ამცირებს, რასაც ასევე დაჟინებით ამტკიცებ.

სინამდვილეში სიმართლე იმაშია, რომ დღეს დიდ სატელევიზიო არხებს (მათ შორის იმედსაც), რომლებსაც სხვა არხებისგან (მათ შორის რეგიონალური ტელევიზიებისგან) განსხვავებით სერიოზული კონკურენტული უპირატესობა გაგაჩნიათ (მეტი სიხშირული რესურსი გაქვთ და მთელ საქართველოზე ვრცელდებით), იყენებთ რა ამ კონკურენტულ უპირატესობას, ძალიან იაფად და ერთმანეთში აღრევით ყიდით სარეკლამო მომსახურებებს (რეკლამა, სპონსორობა). შედეგად - აპატარავებთ მთლიან სარეკლამო ბაზარს. ამის გამო, მცირე ზომის არხები, რომლებსაც შეზღუდული გავრცელების არეალი აქვთ, ასევე, სხვა მედიასაშულებები (რადიოები, ჟურნალ-გაზეთები) ვერ უზრუნველყოფენ ბაზარზე მათი დღევანდელი მდგომარეობის შესაბამისი სარეკლამო შემოსავლის მიღებას. თქვენ (რუსთავი 2 და იმედი), არამარტო სხვა მედიასაშუალებებს აზიანებთ, არამედ აზიანებთ თქვენს თავსაც, რადგან, პატარა სარეკლამო ბაზრიდან, მიუხედავად ყველაზე დიდი პროცენტული წილისა, აბსოლუტურ გამოხატულებაში, თქვენი შემოსავალიც პატარაა. ამიტომ, ეს ცვლილებები კანონში, ემსახურება მთლიანი სარეკლამო ბაზრის ზრდას. ფასები აღარ იქნება დემპინგური, კონკურენტული პირობები გახდება შედარებით თანაბარი და რეკლამის ბაზრის სეგმენტირება მოხდება სარეკლამო პროდუქტების (სარეკლამო მომსახურება, სპონსორობა, product placement) მიხედვით, რადგან რეკლამის მიმცემმა მისთვის სასურველი პროდუქტები ცალ-ცალკე უნდა იყიდოს, ვერ უნდა შეძლოს ურთიერთჩანაცვლება და უნდა მოხდეს მთლიანი სარეკლამო ბაზრის ზრდის მაქსიმიზაცია. საერთო სარეკლამო ბაზრის ზრდის პირობებში რუსთავი 2-ის შემოსავლები კი არ შემცირდება, არამედ გაიზრდება. ასევე გაიზრდება სხვა ტელევიზიების (რეგიონალური ტელევიზიების), სხვა მედიასაშუალებების (რადიო, ჟურნალ-გაზეთების, ინტერნეტ პორტალების) სარეკლამო შემოსავლებიც. აი, ეს კი, ალბათ არ შედის შენი, როგორც კონკურენტის ინტერესებში და ეწინააღმდეგები სხვა ტელევიზიებისთვის და მედიასაშუალებებისთვის დამოუკიდებელი ფინანსური წყაროების შესაძლებლობების გაჩენას. მე ისიც მესმის, რომ შენ შეიძლება გაწყობს მუდმივად გქონდეს საზოგადოებისთვის სათქმელი შენს კონკურენტებზე, რომ ისინი სარეკლამო შემოსავლებით ვერ ცოცხლობენ და მფლობელები მუდამ ფულს ასხამენ გარკვეული პოლიტიკური ინტერესით.

ჩემი მიზნები, ფუნქციები და მოვალეობები, როგორც კომისიონერის, სხვანაირია. ჩემი მიზანია ამ სარეკლამო ბაზრის ზრდის ხელშეწყობა, კონკურენციის უზრუნველყოფა, მედიაბაზარზე ისეთი გარემოს შექმნის ხელშეწყობა, სადაც მედიასაშუალებებისთვის შესაძლებელი იქნება ფინანსური დამოუკიდებლობის მიღწევა, რაც მათი დამოუკიდებლობის და შესაბამისად, სიტყვის თავისუფლების მთავარი გარანტია.

მე იმედი მაქვს, შენი ინტელექტუალური შესაძლებლობები საკმარისია აღიქვა ყოველივე ზემოთქმული და რომ ის ყველაფერი, რასაც აკეთებ ამ საკითხთან მიმართებაში, მხოლოდ პოლიტიკისთვის გჭირდება.“





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42