ანრი ჯოხაძე: „თინეიჯერობის ასაკში უფრო გავაფრინე“...
საზოგადოება - 15:34, 09 Feb, 2015     2938

ეპატაჟური მომღერალი ანრი ჯოხაძე კრისტი ყიფშიძესთან ჩაცმულობასა და იმ სტილზე საუბრობს, რომელიც ყველაზე მეტად მოსწონს. როგორც ირკვევა, ანრი, ქალის სამოსშიც უპრობლემოდ გამოეწყობა თუ კი კომფორტულად იგრძნობს თავს.

ანრი ჯოხაძე: თინეიჯერობის ასაკში უფრო გავაფრინე. მომწონდა “კატეგორიულად“ დახეული ჯინსები, თითქმის არც ერთი ტოტი რომ არ აქვს მთელი. ფეხსაცმელი აუცილებლად სქელ ძირზე უნდა ყოფილიყო. ერთხელ მახსოვს, შემთხვევით აღმოვაჩინე ძალიან დიდი წონის და ზომის ბათინკი. თურმე, ელექტრომომსახურე პერსონალის ფეხსაცმელი ყოფილა. რაღაც პერიოდის განმავლობაში ამ ფეხსაცმლით დავდიოდი.

- შემდეგ რა ცვლილებები განიცადა შენმა სტილმა ?

- ძალიან ბევრჯერ გავიარე ტრანსფორმაცია. ახლა რომ ვუყურებ, რაღაცები სასტიკად არ მომწონს. კონკურსებზე გაიძულებენ რაღაც კონკრეტულის ჩაცმას. როცა ბავშვი ხარ, ვერ ეწინააღმდეგები. მახსოვს, რამდენჯერმე კონკურსზე ისეთი ტანსაცმლის ჩაცმა შემომთავაზეს, რომელიც კეტეგორიულად არ მომწონდა, მაგრამ მომიწია. სამაგიეროდ, მერე ბევრი გრანპრი ავიღე. ზოგადად, ჩემთვის მთავარია, ჩაცმაში იყოს ერთი შტრიხი, რომელიც კარგ ხასიათზე დამაყენებს - მაგალითად, ჩემი ბოლო პერიოდის გატაცება ხელთათმანებია. ალბათ 15-მდე მექნება, სხვადასხვა ფერის და უმრავლესობა ტყავის.

- შენი საყვარელი დიზაინერი საქართველოში?

- ერთადერთი ქართველ დიზაინერი ავთო ცქვიტინიძეა, რომლის სამოსიც მაქვს გარდერობში. ერთ- ერთ კონცერტზე ჩაგვაცვა. სხვათა შორის, ერთ კლიპში გამოვიყენე კიდეც ავთოს პიჯაკი. ამას წინათ ძალიან მომეწონა დათუნა სულიკაშვილის მაისურები. დიდი სიამოვნებით ვიქონიებდი.

ბევრი ძალიან კარგი დიზაინერი გვყავს, კარგად აზროვნებენ, მაგრამ საქართველოში ერთმანეთს არ ვინდობთ. ასევეა მომღერლებშიც. მართლა მაგარ მომღერლებს პატივს არ ვცემთ და ჩამოვა ვიღაც ვადაგასული და იმას ერთ ადგილას ვუძვრებით. მე ყოველთვის ჩვენიანების მხარეს ვარ.

- შენი აზრით, ვის აცვია ყველაზე გემოვნებით სცენაზე?

- უპირობო ლიდერია ნანი ბრეგვაძე. ლელა იცმევს ყოველთვის კარგად, ვერ წაართმევ. რაც შეეხება უცხოელებს, ყოველთვის მაგრად აცვია ჯორჯ მაიკლს, სტინგს. ეს არის სტილი, რომელიც ჩემთვის ყოველთვის ტოპ სამეულში იქნება.

- აქსესუარებთან როგორი დამოკიდებულება გაქვს?

- მეზიზღება. ვერასდროს დაინახავთ ბეჭედს ჩემს თითებზე. არც საათი მიყვარს. არადა საჩუქრად მიღებული უამრავი ძვირფასი საათი მაქვს, მაგრამ არ ვხმარობ. ჩემი ფავორიტი აქსესუარი ისევ და ისევ ხელთათმანია. ყველას ჰგონია, რომ ეპატაჟის გამო ვიკეთებ. არადა ნეტა იცოდნენ, როგორ მიხალისებს ცხოვრებას.

- ყველაზე უცნაური რა გცმია?

- ქალის სამოსი. როდესაც შერი განვასახიერე პორექტ „ერთი-ერთში“, მეცვა ე.წ. მცურავი სამოსი. თავიდან ვიფიქრე, რომ განსაკუთრებული არაფერი იქნებოდა, მაგრამ სარკეში რომ ჩავიხედე, ვერ მომსულიერეს. შოკი მქონდა.

წყარო: http://funtime.ge/





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42