იური ვაზაგაშვილის საქმეზე დაკავებული გია სოსანაშვილის და ძმის მიმართ წაყენებულ ბრალს აბსურდულს უწოდებს.
ლია სოსანაშვილი იხსნებებს, რომ მკვლელობის დღეს მისი ძმა კასპში სასადილოში იმყოფებოდა.
„ბოლოს ვნახე დაკავების წინა დღეს. ამბობდა, რომ დნმ-ის ანალიზი აუღეს. ამბობა, რომ ის არაფერ შუაში იყო, რადგან მკვლელობის დღეს, მის მეგობართან მამიასთან ერთად იმყოფებოდა სასადილოში. სხვა დეტალები არ უთქვამს, თუ რატომ დაიბარეს. ჩვენ ვწუხვართ ამ ამბის გამო, მაგრამ ჩემი ძმა არაფერ შუაშია. არც ის ვიცი იცნობს თუ არა ირაკლი ფირცხალავას. ყველაფერს ვეცდებით, რომ კანონიერად წავიდეს გამოძიება. შეშფოთებულები ვართ, ამდენი წელი მუშაობდა პოლიციაში და არც ერთი უკანონობა არ ჩაუდენია“, -აღნიშნა ლია სოსანაშვილმა.
პროკურატურამ გია სოსანაშვილი იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეზე გუშინ დააკავა. ის ბრალს არ აღიარებს.
მასალის გამოყენების პირობები






