ნუკა კვალიაშვილი პროექტის „ერთი ერთში“ კულუარებზე ალაპარაკდა – „სუფთა თამაში მეგონა, შევცდი“
საზოგადოება - 15:09, 09 Feb, 2015     2192

„უიტნი ჰიუსტონის სიმღერას მღეროდა სისი. რომ გავიგონე, მეგონა ვიღაც უიტნის პაროდიას აკეთებდა. მაშინ გამიჩნდა შეკითხვა, რატომ მოვდივარ ყოველდღე აქ“? - კითხულობს ნუკა კვალიაშვილი და ჟიურის წევრს აკრიტიკებს.

ნუკასთვის „ერთი ერთში“ მესამე მუსიკალური პროექტია, რომელშიც მონაწილეობდა. პროექტის მსვლელობის დროს მომღერალი გაცივდა და ერთი ტურის გამოტოვებაც მოუწია. თუმცა მალევე მოახერხა და ფინალისტთა ოთხეულში მოხვდა. პროექტის გამარჯვებული სალომე ბაკურაძე გახდა, ნუკამ, მაყურებლისა და ჟიურის გადაწყვეტილებით, მეოთხე ადგილი დაიმსახურა და ათი ათასი ლარით დასაჩუქრდა.

– ყველა ასე ფიქრობდა, ალბათ, მაგრამ ყველაზე მეტი მე ვილაპარაკე, როგორც ყოველთვის ხდება ხოლმე. თათბირზე პირდაპირ ვთქვი, არ მინდა მაფასებდეს მეეზოვე მაია ან მეზობელი ნაირა-მეთქი. ვოკალისტი ვარ და არ მინდა არავოკალისტი მაფასებდეს. მგონი ბევრს არ ვითხოვდი. მპასუხობდნენ, რომ ჟიურის მეოთხე წევრი არის ხალხის წარმომადგენელი. ხალხის აზრი თუ ასეთი მნიშვნელოვანი იყო, შესულიყვნენ პროექტის ფეისბუქგვერდზე და წაეკითხათ კომენტარები. შეიძლება ჩემი პრობლემაა ის, რომ ზედმეტად მიყვარს სიმართლე, სისუფთავე, მაგრამ ეს მხოლოდ ვიღაცისთვის არის პრობლემა და არა ჩემთვის…

– ვოკალის პედაგოგი ვახსენეთ, სისი სამი, რომლის ვიდეო „ფეისბუქზე“ გაზიარებული ჰქონდა ლიზა ყენიას და კონკურსანტების ნაწილი მის ნამღერს, რბილად რომ ვთქვათ, აკრიტიკებდით…
– ამბობენ, რომ არ არის აუცილებელი ვოკალის პედაგოგი კარგად მღეროდეს. მაშინ ასეთი ვოკალის პედაგოგი არ უნდა ამღერო სცენაზე, რომ კონკურსანტებს არ გაგვიჩნდეს კითხვა, ეს რატომ მაფასებდა მე. ეს მოქმედებს არხის, კონკურსის, კონკურსანტების პრესტიჟზე. ვიტნი ჰიუსტონის სიმღერას მღეროდა სისი. რომ გავიგონე, მეგონა ვიღაც ვიტნის პაროდიას აკეთებდა. მაშინ გამიჩნდა შეკითხვა, რატომ მოვდივარ ყოველდღე აქ. არ ვიცი, ვის რა ჰგონია, მაგრამ ვოკალის გაკვეთილები გვქონდა დღეში 8-10 წუთი. ისეთს არაფერს გვასწავლიდა, რაც არ ვიცოდით. ზოგიერთი მონაწილე არც შედიოდა რეპეტიციაზე. ახლა ვხვდები, რომ სწორადაც იქცეოდნენ.
– სისის გაკვეთილებმა არაფერი მოგცა?
– აბსოლუტურად არაფერი. ის, რასაც სისი მასწავლიდა, ეკამ მასწავლა, როცა 17 წლის ვიყავი. ახლა 22 წლის ვარ. ასე რომ, ახალი ჩემთვის სისის არაფერი მოუცია, გარდა კარგი ურთიერთობისა. ერთადერთი ვინც რაღაც მასწავლა, იყო დუტა სხირტლაძე. მართლა სული და გული ჩადო იმაში, რასაც აკეთებდა. მისი დამსახურებაა, რომ მე სცენაზე დგომის კომპლექსი აღარ მაქვს. დავმეგობრდით მე და დუტა, ძალიან მიყვარს და მადლობის მეტი არაფერი მეთქმის.
– თქვენი ცინიკური კომენატრები სისის ვიდეოს ქვეშ, რომ უიტნიმ იმდენი იტრიალა საფლავში, რომ ბოლოს ჭა გათხარა და ა. შ. სისის ყურამდე მივიდა?
– არ ვიცი და სიმართლე გითხრა, არც მაინტერესებს, სისი ყოველთვის გვეუბნებოდა იმას, რასაც ფიქრობდა ჩვენზე. ჩვენ არ ვართ ვიღაც განუვითარებელი ხეპრე და თავჩაღუნული ადამიანები, რომ არ შეგვეძლოს საკუთარი აზრის გამოხატვა.

წყარო: გაზეთი „პრაიმტაიმი“






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42