გოგა ხაინდრავა გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ადასტურებს რომ „9+1“-ის რეჟისორი თავად იქნება.
,,9+1“ შეეხება საქართველოს განვლილ 10 წელიწადს, ოღონდ მარტო სააკაშვილსა და ,,ნაციონალურ მოძრაობას“ კი არა, მთლიანად ეპოქას, ყველაფერს, რაც ჩვენს ქვეყანაში უკანასკნელი 10-წლეულის განმავლობაში მოხდა“,-აცხადებს ხაინდრავა.
რეჟისორის თქმით, აღნიშნული ფილმი რამდენი სერიისგან შედგება, ეს ჯერ არავინ იცის, რადგან სცენარი ახლა იწერება.
„ფილმის სცენარი ახლა იწერება. წინასწარ ვერავინ იტყვის, ფილმი 200-სერიანი იქნება, 18-სერიანი, 365-სერიანი თუ 2700-სერიანი, წინასწარ ამის განსაზღვრა შეუძლებელია.
ერთადერთი, რისი თქმაც ახლავე შემიძლია, ის არის, რომ საპნის ოპერისა და თურქული სერიალის მსგავსი რამის გადაღებას არ ვაპირებ, მე შემიძლია, სერიოზული კინო გადავიღო, ეს არის ჩემი პროფესია“,-ამბობს ხაინდრავა.
რეჟისორის ცნობით, ფილმში ექსპრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის როლს ჰოლივუდის ვარსკვლავი ენტონი ჰოპკინსი შასრულებს.
,,მინდა ერთი მსახიობი ამ სერიალისთვის მოვიწვიოთ, ეს არის ენტონი ჰოპკინსი, რომელიც ედუარდ შევარდნაძის როლს ითამაშებს. მოკლე როლი იქნება, მაგრამ ძალიან მინდა, რომ ენტონი ჰოპკინსმა შეასრულოს. დარწმუნებული ვარ, ეს აუცილებლად გამოვა“,-განაცხადა გოგა ხაიდრავამ.
წყარო "ასავალ-დასავალი"
მასალის გამოყენების პირობები






