გვინდა ღვთის გარეშე შევქმნათ ჩვენი კეთილდღეობა და ეს ვერ გამოდის - პატრიარქი
საზოგადოება - 10:51, 09 Feb, 2015     3372
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში რწმენის დაკარგვაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ კაცობრიობა უძღები შვილივით იქცევა, თუმცა ბოლოს მაინც ღმერთთან დაბრუნდება.

"სახარების მიხედვით, უფალი იგავს ამბობს, რომ მამას ორი შვილი ჰყავდა, უმცროსი ეუბნება მამას, რომ მომეცი მე ჩემი წილი და შენგან უნდა წავიდეო. მისცა მამამ თავისი წილი, წავიდა და უწესო ცხოვრებაში გალია მთელი ქონება. სახარებაში წერია, რომ იმ ქვეყანაში შიმშილი იყო და არაფერი ჰქონდა საზრდო ამ ახალგაზრდას. წავიდა და დადგა ღორების მომვლელად. იმდენად მძიმე იყო მისი მდგომარეობა, რომ მას ისიც კი ენატრებოდა, რასაც ღორები ჭამდნენ. იფიქრა, წავალ მამასთან და ვეტყვი, მე აღარ ვარ შენი შვილის წოდების ღირსი, არამედ მიმიღე მე ვითარცა ერთი მუშათაგანი. მართლაც მივიდა მამასთან სახლში, მამა ელოდებოდა თავის შვილს. სახარებაში წერია, რომ შორიდან დაინახა თავისი შვილი და მირბოდა შესახვედრად. მოეხვია მას და სიყვარულით მიიღო თავისი შვილი. შვილმა უთხრა, მამა მე არ ვარ ღირსი, რომ მეწოდოს ძე შენი. არამედ მიმიღე ვითარცა მუშათაგანი შენი. ამ სიტყვებში სინანულიცაა და იმედიც. იმედს გამოთქვამს ეს შვილი, რომ მამა შეიწყნარებს მას. მამის გული თბილია და შვილი ფიქრობდა, რომ მამა აპატიებდა მას და მამამაც აპატია", - განაცხადა პატრიარქმა.

მისივე თქმით, დღეს ახალგაზრდობა და არა მარტო ახალგაზრდობა, მთელი ხალხი, მოსახლეობა ამ უძღებ შვილს ემსგავსება. "გვინდა ღვთის გარეშე, ღვთის ლოცვა-კურთხევის გარეშე შევქმნათ ჩვენი კეთილდღეობა და ეს ვერ გამოდის. ღვთის ლოცვა-კურთხევის გარეშე ადამიანი ვერაფერს მიაღწევს და ამიტომ ჩვენ უნდა განსაკუთრებული ყურადღებით ვიყოთ დღევანდელი პრობლემების წინაშე. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ყველაფერი ღვთის ნებაა და ღვთის ლოცვა-კურთხევაზეა დამოკიდებული", - აღნიშნა პატრიარქმა.

მისივე თქმით, უძღები შვილის იგავი არის წინასწარმეტყველება. "ეს იგავი ამავე დროს წინასწარმეტყველებაა. ეს იგავი მეტყველებს იმის შესახებ, რომ კაცობრიობა წავა ღვთისგან, განშორდება ღმერთს, დაკარგავს სარწმუნოებას, მაგრამ ისევ მობრუნდება, ისევ შეიწყნარებს უფალი და ისევ აპატიებს მას ცოდვებს", - განაცხადა ილია მეორემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42