დღეს,11:00 სთ-ზე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში თბილისში დაგეგმილი მსოფლიო ჩემპიონატის შესახებ პრეს-კონფერენცია გაიმართება. შერეულ ორთაბრძოლებში M1 ეგიდით 55-ე ეტაპი თბილისში, 21 თებერვალს ჩატარდება. საქართველოში მსოფლიოს 15-მდე ქვეყნიდან უძლიერესი მებრძოლები იკრიბებიან. (კენი გარნერი-აშშ, მარო პერაკი, ასლამბეკ მუსაევი და ა.შ.)
უნივერსალური ორთაბრძოლების ეროვნული ფედერაცია საქართველოს ორგანიზებით სპორტული ღონისძიება თბილისში, სპორტის სასახლეში 17:00 საათზე დაიწყება. რინგზე ქართველი, რუსი, ჩეჩენი, ამერიკელი, ტაჯიკი, ესპანელი, რუმინელი, სლოვაკი, ფინელი, ხორვატი, გერმანელი, სპორტსმენები გამოვლენ. ჩემპიონატში მონაწილიობას მიიღებენ ქართველი მებრძოლები, რომლებიც შინაგან საქმეთა სამინისტროს სპორტული ორთაბრძოლების კლუბის წევრები არიან. (ნოდარ კუდუხაშვილი, ლევან რაზმაძე, არჩილ თაზიაშვილი, სოსო ნიჟარაძე, რაულ თუთარაული)
სპორტის ამ სახეობაში ყველაზე ტიტულოვანი ქართველი მებრძოლი გურამ გუგენიშვილი (ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონი M -1 challenge-ის ვერსიით) გასული წლის ნოემბერში ტრაგიკულად გარდაიცვალა. თბილისში დაგეგმილი ტურნირი გუგენიშვილის ხსოვნას მიეძღვნება. ღონისძიბა ქ. თბილისის მერიის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით და შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის პატრონჟით გაიმართება. ტურნირის პარტნიორები არიან: საქართველოს რკინიგზა, სპორტკომპლექსი „არენა,“ „ლუდსახარში ზედაზენი“.
მასალის გამოყენების პირობები






