ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის პროგრამის ფარგლებში, თურქეთში პირველი პაციენტი გაემგზავრა
საზოგადოება - 09:54, 09 Feb, 2015     1772

ლეიკემიისა და სხვა ონკოჰემატოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტებში ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის პროგრამის ფარგლებში, 9 თებერვალს თურქეთში პირველი პაციენტი გაემგზავრა.

26 წლის იულია კონდრატენკოს სტამბოლის "Liv Hospital"-ში ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია ჩაუტარდება.

თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის პროგრამის ფარგლებში, ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია და ტრანსპლანტაციის შემდგომი პერიოდი 200 ათასი ლარით დაფინანსდა. სახელმწიფოს მხრიდან ამ მიზნით ასეთი მოცულობით დახმარება უპრეცედენტოა.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან პაციენტი თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის ფროსმა გელა ჩივიაშვილმა, ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა გააცილეს. გელა ჩივიაშვილის თქმით, დღეს სამკურნალოდ პირველი პაციენტი გამეგზავრა, რომლის მკურნალობის ხარჯებიც მთლიანად თბილისის მერიამ დააფინანსა. „თბილისის მერია მზად არის პროგრამის ფარგლებში ყველა პაციენტი დააფინანსოს და მაქსიმალურად გვერდში დაუდგეს ლეიკემიით დაავადებულ პაციენტებს“ -განაცხადა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსმა.

ლეიკემიისა და სხვა ონკოჰემატოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტებში ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის პროგრამის 2015 წლის ბიუჯეტი 4 მილიონი ლარია და მის ფარგლებში თბილისში რეგისტრირებული 30 წლამდე ონკოჰემატოლოგიური დაავადებების მქონე 20 ბენეფიციარის ოპერაცია და პოსტოპერაციული პერიოდი დაფინანსდება.

პროგრამა მოიცავს შემდეგი დაავადებების მქონე პირთა ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციას: მწვავე ლეიკემია, ქრონიკული მიელოიდური ლეიკემია; იუვენური მიელომონოციტარული ლეიკემია; არა-ჰოჯკინის ლიმფომა; ჰოჯკინის ლიმფომა; მიელოდისპლაზიური სინდრომი; აპლასტიური ანემია; ჰისტიოციტოზი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42