,,მე კონკრეტულად დავიწყე მუშაობა არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლადამცავთა დაცვის ლიგაზე და ვესაუბრე ყოფილ და მოქმედ თანამშრომლებსაც, ერთ-ერთმა მოქმედ პოლიციელს და მათ შორის პოლიციელებსაც, ასეთი ინფორმაციები უფრო დაბალ დონეზე მომუშავეებმა იციან... დავინტერესდი რატომ და რისთვის შექმნეს ფირცხალავამ, ქადაგიძემ გვაზავამ და სხვებმა ეს ორგანიზაცია, მითხრეს, რომ სპეციალურად შექმნეს, იცოდნენ რომ მათზე საქმეები აღიძრებოდა და მათ სჭირდებოდათ პოლიტიკური სარჩული.
რაც შეეხება სოსანაშვილს, ის იყო ერთ-ერთი, ვიზეც მითხრეს, რომ აქტიურად იყო ჩრთული ფირცხალავასთან კავშირში. მათ მეგობრობა აკავშირებდათ. სოსანაშვილი იყო მეგობარი ფირცხალავასი, ქადაგიძესიც“- აცხადებს ყუფარაძე.
ნათა მიქიაშვილის კითხვაზე, თქვენ მეგოაბართა წრე დაადგინეთ თუ დანაშუაულევრივი ჯგუფი - სოსანაშვილი ამბობს, რომ მკველობის შესახებ რომ სცოდნოდა, ამას პოლიციას ეტყოდა.
,,მეგობრობაზე არ არის საუბარი, როცა ახალი ხელისუფლება მოვიდა, ესენი დაითხოვეს სამსახურიდან. სოსანაშვილი კონკრეტულად მოხსენიებული მყავდა. მე დავიწყე მოკვლევა ამათზე. გამოკველვის დროს დავდიოდი ყველასთან. კონკრეტულად აქედან ჩამოთვლილები, აქტუალურად უკავშირდებოდნენ ხოლმე ფირცხალავას და ამ ხალს. მკველობის შესახებ რომ მცოდნოდა ვეტყოდი პოლიციას, მაგრამ მათ უნდოდათ რომ მოეწყოთ პოლიციაში საბოტაჟი, ნაციონალებსაც ისინი აძლევდნენ ინფორმაციას“ - ამბობს ყუფარაძე.
როგორ და ვისი მეშვეობით აპირებს სააკაშვილის რეჟიმი ხელისუფლების სათავეში დაბრუნებას-ამ სათაურით 2014 წლის 29 ოქტომბერს, გაზეთმა "საქართველო და მსოფლიო" ახლად შექმნილი "თავისუფალი თაობის" გამგეობის წევრთან, გიორგი ყუფარაძესთან ინტერვიუ გამოაქვეყნა. ლადო სადღობელაშვილის თანამებრძოლი, გაზეთთან ინტერვიუში, "სამართალდამცავთა ლიგის" დამფუძნებლებზე და მათ მოკავშირე მოქმედ პოლიციელებზე საუბრობდა. ჩამონათვალში სხვა მოქმედ პოლიციელებთან ერთად გია სოსანაშვილიც ფიგურირებს.ციტატა "საქართველო და მსოფიოს" ინტერვიუდან.
"ამ ორგანიზაციის წევრებთან აქტიურად თანამშრომლობენ შემდეგი პირები: ირაკლი ყიფშიძე _ მეტსახელად “პატარა ვანო”, ძველი თბილისის პოლიციის სამმართველოს ყოფილი უფროსი, რომელიც ხშირად ატარებს საიდუმლო შეხვედრებს ყოფილ და მოქმედ თანამშრომლებთან; გიორგი სოსანაშვილი _ პოლიციის მოქმედი თანამშრომელი; რაჟიკო გურჩიანი _ პოლიციის მოქმედი თანამშრომელი; დავით ბუზალაძე _ პოლიციის მოქმედი თანამშრომელი; სიმონ ყვავიაშვილი _ პოლიციის ყოფილი თანამშრომელი; გიორგი ბიწკინაშვილი _ პოლიციის მოქმედი თანამშრომელი; ლევან ბიწკინაშვილი _ პოლიციის მოქმედი თანამშრომელი; ბესო შარაშენიძე _ პოლიციის ყოფილი თანამშრომელი; მიშა ჯაფარიძე _ პოლიციის ყოფილი თანამშრომელი; ალეკო ბირთველიშვილი _ პოლიციის ყოფილი თანამშრომელი; ნათია მახარაშვილი _ პოლიციის მოქმედი თანამშრომელი; გიორგი გიორგაძე _ პოლიციის ყოფილი თანამშრომელი, “ნაციონალური მოძრაობისა” და “თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრის” წევრი; ირაკლი ფხაკაძე _ აქტიურად თანამშრომლობს “ნაცმოძრაობასთან”; გია სოსელია _ შსს-ს წალკის რაიონული სამმართველოს თანამშრომელი; კახა ყურაშვილი _ პოლიციის მოქმედი თანამშრომელი; ზურა ჯანელიძე _ მეტსახელად “ჯანელა”, პოლიციის ყოფილი თანამშრომელი; შაკო არაბული _ პოლიციის ყოფილი თანამშრომელი; ერეკლე გაგუა _ ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის თანამშრომელი".,"-ნათქვამია სტატიაში.
მასალის გამოყენების პირობები






