202-ე უსინათლო ბავშვთა სკოლასთან მდებარე საძირკვლიდან წყლის ამოტუმბვის სამუშაოები მიმდინარეობს
ბიზნესი & ეკონომიკა - 12:52, 08 Feb, 2015     1752

ავლაბარში, ქეთევან წამებულის №24-სა და ფოსტის ქუჩების №3/5 ტერიტორიაზე, 202-ე უსინათლო ბავშვთა საჯარო სკოლის მიმდებარედ მიტოვებული მშენებლობის საძირკვლიდან წყლის ამოტუმბვის სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოებს თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დავალებით, სამშენებლო კომპანია „რეალთი ავლაბარი“ ახორციელებს.

დღეს ადგილზე სამუშაოებს თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსი, გეგი ნიჟარაძე გაეცნო.

გეგი ნიჟარაძის თქმით, აღნიშნულ ტერიტორიაზე მშენებლობისთვის გაჭრილი საძირკველი წყლით 7 წლის განმავლობაში იყო სავსე და საფრთხეს უქმნიდა როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ისე გვერდით მდებარე უსინათლო ბავშვთა საჯარო სკოლას. მისივე თქით, ქვაბული ამ ხნის განმავლობაში მიტოვებული იყო და ივსებოდა როგორც ატმოსფერული ნალექით, ისე დაზიანებული მილიდან ჩამდინარე წყლით.

„საძირკვლიდან 28 000 კუბური მეტრი წყალი ამოიტუმბა. GWP”-ს წარმომადგენლები ადგილზე მუშაობენ, აღდგება დაზიანებული წყლის მილი და პრობლემა აღმოიფხვრება“, - განაცხადა გეგი ნიჟარაძემ. მისივე თქმით, პროცესში აქტიურად მონაწილეობს ისნის რაიონის გამგეობა. ნაგვისგან გაიწმინდა საძირკველი და დასუფთავდა მიმდებარე ტერიტორია.

უსინათლო ბავშვთა საჯარო სკოლის პედიატრის, თამარ ივანიშვილის განცხადებით, წლების განმავლობაში სკოლის ხელმძღვანელობამ არაერთხელ მიმართა შესაბამის უწყებებს, თუმცა უშედეგოდ. "ამ ადგილას იყო ჭაობი, იყო ლეიშმანიოზის გავრცელების საშიშროება. წინა მთავრობის დროს არაერთხელ მივმართეთ შესაბამის უწყებებს, მაგრამ უშედეგოდ. დღეს ეს პრობლემა სრულად მოგვარდა“, - განაცხადა თამარ ივანიშვილმა.

წყლის ამოტუმბვის სამუშაოები რამდენიმე დღეში დასრულდება. საძირკვლის ამოშრობის შემდეგ, კომპანია „რეალთი ავლაბარი“ საცხოვრებელი კორპუსის სამშენებლო სამუშაოებს განაახლებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42