მოსახლეობის ჯანმრთელობის დასაცავად ინსინერატორების დამონტაჟება იგეგმება
საზოგადოება - 16:07, 07 Feb, 2015     2906

ადამიანებისა და ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვისა და მათთვის უსაფრთხო გარემოს შექმნის მიზნით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსთის ეროვნული სააგენტო ინსინერატორების დამონტაჟებას იწყებს. დაავადებებისგან დაცემული ცხოველების ინსინერატორის მეშვეობით განადგურების დანერგვა, ევროკავშირის სტანდარტებთან მიახლოებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია. სურსათის ეროვნული სააგენტო ინსინერატორების დამონტაჟებას იმერეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში გეგმავს.

ინსინერატორი - ეს არის სპეციალური წვის ღუმელი, სადაც მაღალი ტემპერატურის ზემოქმედებით ხდება დაავადებულ ცხოველთა ლეშისა და სხვა ბიოლოგიური ნარჩენების განადგურება.
დაავადებისგან დაცემული ლეშის განადგურება უმეტეს შემთხვევაში სპეციალურ სამარხებში დამარხვით ხორციელდებოდა. ბუნებრივი კატაკლიზმებისა თუ მიწის დამუშავების დროს, სამარხების დაზიანების და შესაბამისად, დაავადების აღმძვრელთა გავრცელების დიდი ალბათობა არსებობს. ეს კი, საფრთხის შემცველია როგორც გარემოსთვის, ასევე ადამიანის და ცხოველის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის.
სურსათის ეროვნული სააგენტოს დაგეგმილი აქვს დაცემული ცხოველის ლეშის გადასატანი სპეციალური მანქანების შეძენა, რის შემდეგაც ბიოუსაფრთხოების წესების სრული დაცვით მოხდება დაცემული ცხოველის ლეშისა და სხვა ბიოლოგიური ნარჩენების უსაფრთხოდ ტრანსპორტირება და მათი ინსინერატორის მეშვეობით უნარჩენოდ განადგურება. აღნიშნული მეთოდის დანერგვა, მინიმუმამდე შეამცირებს გარემოს დაბინძურებისა და ცოცხალი ორგანიზმების დასნებოვნების რისკს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42