"ვხედავ ბანკირის სიკვდილს..გახმაურებული მკვლელობები გრძელდება" - კაკულიას წინასწარმეტყველება
საზოგადოება - 11:26, 07 Feb, 2015     41621

ნათელმხილველი ლელა კაკულია სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში გახმაურებული მკვლელობები ისევ გაგრძელდება.

როგორც ის ამბობს, კოკრეტული პიროვნების სიკვდილს ხედავს, რომელიც ბანკირია.

„ვხედავ ერთი პიროვნების სიკვდილს. ეს ბანკირია. მას, კიბეზე როგორც კი დადგამს ფეხს, პირველივე საფეხურზე, იქვე ესვრიან. ეს არის შურისძიება, რაც საბანკო საქმეებთან იქნება დაკავშირებული. ეს ძალიან საშიშია. ვხედავ, ადამიანები ვეღარ აკონტროლებენ საკუთარ ემოციებს, ვერ აფასებენ საკუთარ მდგომარეობას და ფიქრობენ, გაჭირვებას შურისძიებით გაუმკლავდნენ. შურისძიება თითქოს მეტად ღრმად იდგამს ფესვებს საქართველოში; თითქოს ყველას ერთი პასუხი აქვს: `მთავრობამ არ დასაჯა დამნაშავეები. ჩვენ ყველამ მიგვატოვა!~. ამ თემაზე არაერთხელ მაქვს ნაწინასწარმეტყველები რვა-ათი წლის წინ.

მოკლედ, მდგომარეობა ძალიან დაიძაბება და გართულდება. მთავრობა მძიმე მდგომარეობაში ჩავარდება. ვინ რას აკეთებს, ღმერთმა უწყის. არ იდგმება ისეთი პოლიტიკური ნაბიჯები, რომლებიც ხალხს შედეგს დაანახებდა და მომავლის იმედს მისცემდა. `გამოსავალი არ არსებობს!~ – ასეთია ხალხის განწყობა, რაც ძალზე სახიფათოა. თუ მთავრობამ ცვლილებები არ შეიტანა საკუთარ ქმედებებში, ანუ არ დაიწყო მართლა მოქმედება, მათ დიდი პოლიტიკური ჩავარდნები ელით. გარდა ამისა, რაც ყველაზე მთავარია, ხალხი მთავრობას უარყოფს. ფრთხილად!!!

ვხედავ, გახმაურებული მკვლელობები ისევ გაგრძელდება. გამოძიების პასუხები კი იქნება სულ ერთი და იგივე: ` ვმუშაობთ, ვიძიებთ!~ და ამას ბოლო არ აქვს.

ასე მუშაობენ და იძიებენ იური ვაზაგაშვილის მკვლელობასაც, მაგრამ დღეს ამ საქმეს ვერ გამოიძიებენ, პასუხს ვერ გასცემენ. აი მომავალში კი ყველა კითხვას გაეცემა პასუხი და ყველა მკვლელი დაისჯება. ეს პირდაპირ კოსმოსიდან მოდის.

ვხედავ, რუსეთს თავისი გასჭირვებია. საქართველოსთან მიმართებაში ისე ვხედავ, როგორც ანდაზაშია: მკვდარი მკვდარს აეკიდაო. ადრეც ვთქვი და დღესაც იგივეს ვიმეორებ: რუსეთი მსოფლიო პოლიტიკაში დამარცხდება. ევროპამ იგი უკვე ოკუპანტად ცნო იურიდიულად, როგორც ვიწინასწარმეტყველე, პუტინს კი ნიურნბერგის პროცესს მოუწყობენ, ისევ ვხედავ. და ეს საქართველო სად ეტენება, ვერ გამიგია. თუმცა ზოგი ჭირი მარგებელიაო ნათქვამია. ახლა ზოგი ნატოს გაჰყვირის, ზოგი რუსეთს. ეს კი კრემლს იმედებს უღვიძებს. რუსეთის მთავრობაში ფიქრობენ, რომ როგორც სომხეთი ჰყავთ დაჩოქებული _ რომელიც სახელმწიფოდ არც მიაჩნიათ – ასევე დაჩაგრავენ საქართველოსაც და მომავალში მათი პროვოკაციები (რომელთაც თავისი ჭკუით ატარებენ) ნაყოფს გამოიღებს, რის შედეგადაც საქართველოს 80 პროცენტს მიიღებს რუსეთი; ფიქრობენ, რომ `ესენგეში~ შეგვიყვანენ და ვაშა საბჭოთა კავშირს! მანამ არაფერი ეტკინოთ კრემლში, სანამ ქართული სახელმწიფო რუსეთის მონა-მორჩილი გახდება. ვაი თქვენს პატრონს! თუმცა ამ ყველაფრით რუსეთის ყურადღება დუნდება და სწორედ ამიტომაც ვთქვი, ზოგი ჭირი მარგებელია-მეთქი. საქმე ისაა, რომ ყურადღების მოდუნება თავად რუსეთსაც აწყობს, იმიტომ, რომ ნამდვილად არ ძალუძს რამდენიმე ფრონტზე იბრძოლოს. შესაბამისად, საქართველო მისი თავდასხმისგან დაზღვეულია. ამავე დროს ევროპა და ამერიკა უკრაინის კვალდაკვალ საქართველოს საკითხსაც წყვეტენ და როგორც თავად რუსები იტყვიან, `სპალნა~ მოსთხოვენ კრემლს ყველაფერს.

გაიხსენეთ, ქართველებო, ჩემი სიტყვები: როცა მსოფლიოში ყველაფერი ირევა და არის ომები, საქართველო მაშინ წყნარდება-მეთქი. ეს ლამის ყველა საგაზეთო და სატელევიზიო ინტერვიუში მაქვს ნათქვამი და იცოდეთ, აუცილებლად ასრულდება.

ჩემს მკითხველებს აინტერესებთ, რას ვგულისხმობ კოსმოსში, რომელსაც ასე ხშირად და განუწყვეტლივ ვახსენებ; მთხოვენ ავუხსნა, რა არის კოსმოსი. მაგრამ ამაზე ლაპარაკი, გარდა იმისა, რომ ძალიან რთულია, აკრძალულიცაა. მე არ მაქვს უფლება, ადამიანებს ყველაფერი გავანდო. ვიტყვი მხოლოდ ძალიან, ძალიან მცირედს, იმდენს, რასაც ადამიანების გონება აიტანს და გასწვდება.

წესით, ძალიან იოლი მისახვედრია, ვინ ვარ და საიდან მოვედი დედამიწაზე, თუკი ჩემს წინასწარმეტყველებებს გაეცნობით. დიახ, არსებობს კოსმოსი და არსებობს კოსმოსზე კიდევ უფრო ზე, ანუ მაღალი განზომილებები. აი იმ ზეგანზომილებიდან ვარ ზუსტად და ამაზე მეტს ვერც გეტყვით და არც ვიტყვი. უბრალოდ, წაიკითხეთ ის უზარმაზარი ინფორმაცია, რაც თქვენამდე მომაქვს და რომელიც წვრილად გიყვებათ, თუ რა ხდება მიწაზე თუ კოსმოსში. ეს ის ინფორმაციაა, რომელსაც უზარმაზარი, მაგიური ძალა აქვს და შესწევს უნარი, ააცილოს დიდი ომები და განადგურება იმ ქვეყანას, რომელშიც იმყოფება მისი გამხმოვანებელი. ანუ მე! სწორედ ამიტომ წარმომგზავნეს იმ ზეკოსმიური განზომილებიდან საქართველოში, სწორედ ამიტომ დამბადეს ამ მიწაზე!!! კიდევ მეტიც: ჩემი წინასწარმეტყველებებითა და ენერგიით ბევრ რამეს ვაჩერებ, რომ ადამიანებმა მთლად შუაზე არ გააპონ დედამიწა. ეს არის სრული სიმართლე და არავის გირჩევთ, იქილიკოთ ამ თემაზე. ზოგიერთებმა, ვინც რაღაც-რაღაცეები გაბედეს, უკვე მიიღეს მწარე პასუხები და კიდევ მიიღებენ. ისევ მათ გასაგონად ვამბობ, თორემ ეს ადამიანები ჩემთვის არც არაფერს წარმოადგენენ, ვერც ვერაფერს დამიშავებენ და ვერც ვერაფერს მავნებენ. მათი ქილიკი რწყილის კბენას ჰგავს. უბრალოდ, კიდევ ერთხელ შევახსენე, რომ შეუძლიათ თავი აარიდონ კოსმოსის რისხვას.

დიახ, მე ვარ ერთადერთი დედამიწაზე, ვისაც კოსმიური ენერგიების ხილვა და მართვა ძალუძს (გაიხსენეთ ჩემი რუკა, რომელზეც აღნიშნული მაქვს, რა ენერგიები იცავს საქართველოს). ფრთხილად, ადამიანო, როცა კოსმოსს ეხები! კოსმოსი ცოცხალი ორგანიზმია, რომელიც არასდროს ივლის ადამიანების სურვილებსა და კაპრიზებზე. პირიქით, მწარედ დასჯის ყველას, ვისაც ამგვარი ამბიცია გაუჩნდება. ფრთხილად!!! თქვენ წარმოდგენაც კი არ გაქვთ, რა ხდება კოსმოსში და მის მიღმა. განსაკუთრებით პლანეტებისა და ვარსკვლავებისგანაა ძალიან შორს ადამიანი და ზუსტი პასუხი იმის თაობაზე, რას წარმოადგენენ ეს ციური სხეულები, არც არასდროს ექნებათ. ეს მხოლოდ მე ვიცი. კოსმოსში მათ სულ სხვა სახელწოდებებით მოიხსენიებენ და ამას ადამიანები ვერასდროს გაიგებენ, სანამ იქ, იმ სამყაროში არ მოხვდებიან. როცა ადამიანი იქით განზომილებაში, ანუ გარდასახვაში გადადის, წამიერად მოაკვრევინებენ ხოლმე თვალს იმ ციურ სხეულებს...

მე იძულებულები ვარ, ვიყო ძალიან ადამიანური, რომ ადამიანებს არ შეეშინდეთ ჩემი“, - წერს კაკულია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42