საგამოცდო სისტემაში გარკვეული ოპტიმიზაციის ჩატარების შესახებ თავად განათლების მინისტრმა ისაუბრა. თუმცა მას არ დაუკონკრეტებია, რა ფორმით შეძლებენ ახალგაზრდები უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარებას.
გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმმძღვანელის მაია მიმინოშვილის განცხადებით, მას ამ საკითხზე ინფორმაცია არ აქვს, მიმინოშვილის თქმით აღნიშნული ცვლილებებისთვის ეროვნული ცენტრი მინიმუმ ერთი წლით ადრე მაინც უნდა მოემზადოს.
კითხვები ჩნდება დაფინანსების მიღებასთან და გრანტების განაწილებასთან დაკავშირებით, ასევე იმ შემთხვევაშიც, როდესაც უცხოეთში წასულ მოსწავლეებს მხოლოდ სკოლის ატესტატი სჭირდებათ.
განათლების საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები, საგამოცდო სისტემის ცვლილებების შესახებ განათლების მინისტრის ინიციატივას ეჭვქვეშ აყენებენ. ექსპერტები არ გამორიცხავენ, მისაღები გამოცდები კორუფციისა და ნეპოტიზმის წყარო გახდეს.
მასალის გამოყენების პირობები






