,,ხიდაშელის გაწიწმატებულმა ყვირილმა -"ტურებო გაანებეთ ჩვენს შვილებს თავი" გვაიძულა შემდეგი სახის განცხადება გაგვეკეთებინა...
ქალბატონი ხიდაშელის უპასუხისმგებლო განცხადებამ იმის შესახებ, რომ სხვისმა შვილებმა უნდა იომონ, ხოლო მათთმა შვილებმა არა (რადგან თურმე მაღალჩინოსანთა შვილები ნიჭიერები არიან და უცხოეთში უნდა ისწავლონ) გვიბიძგა იმისკენ, რომ დავიწყოთ კამპანია სახელწოდებით " არცერთი პირი მაღალ თანამდებობაზე, რომლის ოჯახის წევრებიც თავს არიდებენ ქართულ ჯარში სამსახურს". გვინდა ქალბატონ ხიდაშელს და ბატონ ბოკერიას შევახსენოთ უახლოესი მაგალითები. შეგახსენებთ, რომ ლეიტენანტი მოაზ ალ კასასბეი ტყვედ 2014 წლის დეკემბერში ჩავარდა, როდესაც მისმა თვითმფრინავმა E-16 სირიის ქალაქ რაკაში ავიაკატასტროფა განიცადა, ის ცოცხლად დაწვეს ტერორისტებმა. მოაზ ალ კასაბეი გახლავთ იორდანიის ერთ-ერთი ყველაზე ელიტარული ოჯახის შვილი, ხოლო იორდანიის მეფე აბდულა მეორე მაშინ, როდესაც პრინცი გახლდათ მსახურობდა იორდანიის სპეცდანიშნულების რაზმში. ჯორჯ ბუში უმცროსი მსახურობდა ამერიკის საჰაერო ძალებში. სენატორი მაკკეინი, რომელიც ასევე ცნობილი ოჯახის შვილი გახლდათ ომობდა ვიეტნამის ომში და ტყვედაც იყო ჩავარდნილი. ასევე ჯარში მსახურობს ამერიკის სახელმწიფო ადმინისტრაციის მაღალჩინოსანთა, კონგრესმენთა და სენატორთა შვილები. შორს რომ არ წავიდეთ გაიხსენეთ გიორგი სააკაძე და მისი შვილები, 9 ძმა ხერხეულიძე და ა.შ. საქართველო გახლავთ ქვეყანა სადაც ყველა ადამიანი თანასწორია,ამიტომ ქალბატონო ხიდაშელო და ბატონო ბოკერიავ, არც თქვენი და არც ჩვენი შვილები არაფრით განსხვავდებიან იმ პატრიოტი ახალგაზრდებისგან, რომლებიც სამშობლოს იცავენ და 2008 წელს სიცოცხლეს წირავდნენ მტერთან უთანასწორო ბრძოლაში. თუ იმალებით ან ოჯახის წევრებს მალავთ, მაშინ არავის აქვს უფლება ეკავოს უმაღლესი თანამდებობა ქვეყანაში, რომელიც რუსეთთან ფაქტობრივად საომარ მდგომარეობაშია. სხვისი შვილების სისხლის ხარჯზე საკუთარი ბედნიერების მოწყობა უზნეობაა და მეტი არაფერი. ის ქვეყანა, სადაც ახალგაზრდებს "ძლიერნი ამა ქვეყნისა" ყოფთ პატრონიანებად და უპატრონოებად ვერასოდეს მიაღწევს წამატებას. ჩვენის მხრივ დავამატებთ, რომ ის რიგითი ჯარისკაცი რომელიც სიცივეში და ყინვაში საქართველოს საზღვარს იცავს მარტო ჯობია, ერთად აღებულ მშობლების გავლენით ქართული ჯარისგან გათავისუფლებულ ახალგაზრდებს“ - ნათქვამია ,,თავისუფალი თაობის“ განცხადებაში.
ახალგაზრდული მოძრაობა “თავისუფალი საქართველოს” ლიდერი, ლადო სადღობელაშვილი ნაციონალური მოძრაობის წევრების შვილების სიას აქვეყნებს. ” მათ საქართველოშიც კი არ გაუვლიათ სამხედრო სამსახური, მშობლები კი სხვის შვილებს მოუწოდებენ უკრაინაში საომრად წასვლისაკენ”- აცხადებს სადღობელაშვილი. ორგანიზაციის ამ განცხადებას დეპუტატმა თინა ხიდაშელმა უპასუხა.
მასალის გამოყენების პირობები






