მრჩეველთა საბჭოს პირველი სხდომა ფინანსთა სამინისტროში
ბიზნესი & ეკონომიკა - 17:28, 25 Jan, 2013     701

რომლის შემადგენლობაში შედიან დამოუკიდებელი ექსპერტები, დარგის სპეციალისტები, არასამთავრობო სექტორისა და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები. მიმდინარე წლის 25 იანვარს, ფინანსთა სამინისტროში გაიმართა ფინანსთა მინისტრთან არსებული მრჩეველთა საბჭოს პირველი სხდომა.

მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარეობს ფინანსთა მინისტრი. მის შემადგენლობაში ასევე შედიან მინისტრის მოადგილეები. მისი ძირითადი ამოცანაა, ქვეყანაში მიმდინარე სოციალურ-ეკონომიკური საკითხების განხილვა, კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებებისთვის, დაგეგმილი რეფორმებისთვის საჭირო რეკომენდაციებისა და წინადადებების შემუშავება.

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ფინანსთა სამინისტროს საქმიანობა იყოს გამჭირვალე და ამავე დროს, მუშაობის პროცესში გამოყენებულ იქნას ის ინტელექტუალური რესურსი, რომელიც საქართველოში არსებობს, ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, შეგვექმნა მრჩეველთა საბჭო. მასში შესულები არიან ცნობილი ფინანსისტები და ექსპერტები, ადამიანები, რომლებსაც აქვთ თეორიული და პრაქტიკული გამოცდილება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მათი რჩევები ყველა იმ საკითხზე, რომლებიც პრობლემურია. მზად ვართ თანამშრომლობისთვის ღია რეჟიმში," - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა.

საბჭო შეიკრიბება არანაკლებ თვეში ერთხელ და მინისტრს განსახილველად წარუდგინს მოსაზრებებს ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური და სოციალური ვითარების შესახებ, შეიმუშავებს სათანადო რეკომენდაციებს ფინანსთა სამინისტროს სისტემისთვის აქტუალურ სხვადასხვა საკითხებზე. ფინანსთა მინისტრის აღნიშნული ინიციატივა სამინისტროს მუშაობაში მოსახლეობის ფართო ფენების ჩართვასა და საზოგადოებასთან აქტიურ კოორდინაციას ემსახურება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42