მეცნიერებს ხელფასები 150-200 ლარიდან 700-800 ლარამდე გაეზარდათ
საზოგადოება - 18:26, 06 Feb, 2015     703
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ საქართველოში მეცნიერების აღდგენა/განვითარებისა და პოპულარიზაციის მიზნით განხორციელებულ და დაგეგმილ სიახლეებზე, ცნობილ მეცნიერებთან ერთად ისაუბრა.

მინისტრის განცხადებით, მთავარი სიახლე გრძელვადიანი სამეცნიერო პროგრამის დამტკიცება და მეცნიერების გაზრდილი დაფინანსებაა.

თამარ სანიკიძის განცხადებით, წლების მანძილზე მეცნიერების სფეროს მწირი დაფინანსება და მეცნიერების მიზერული ანაზღაურება სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა ქვეყანაში.

„ამდენი წლის შემდეგ ამ პრობლემის მოგვარება მნიშვნელოვნად გაზრდის მეცნიერების პოპულარიზაციას, სამეცნიერო კვლევების რაოდენობას, მათ ხარისხს და რაც მთავარია, ხელს შეუწყობს ახალგაზრდა მეცნიერების მოზიდვას ამ სფეროში“, - აღნიშნა სანიკიძემ.

მინისტრის თქმით, საქართველოში მეცნიერების განვითარებისა და პოპულარიზაციის მიზნით, ბევრი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა და მათ შორისაა მეცნიერების გაზრდილი შრომითი ანაზღაურება. მეცნიერთა ხელფასები 2015 წლის პირველი იანვრიდან 2,5-ჯერ გაიზარდა.

განხორციელებული პროექტების პარალელურად, ასევე განსაზღვრულია შემდგომი ეტაპები. პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ უცხოეთში მოღვაწე ქართველი მეცნიერებისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან არსებული სამეცნიერო საბჭოს დახმარებით, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ინტეგრირებული სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების გრძელვადიანი (საშუალოდ 10 წლიანი) სამოქმედო გეგმების შეფასება განხორციელდა. პირველად საქართველოში, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების სამომავლო საქმიანობის შეფასებისას გათვალისწინებულ იქნა პროგრამის ფარგლებში წარმოდგენილი კვლევების აქტუალობა, სამეცნიერო პუბლიკაციები, ციტირების ინდექსი, პატენტები, პროექტები, გრანტები, საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობა და სხვა კრიტერიუმები. შედეგად: განისაზღვრა მეცნიერულად დასაბუთებული გრძელვადიანი სამეცნიერო პროგრამები; მოწესრიგდა სამეცნიერო თანამდებობებზე დასაქმებულ პირთა სახელფასო პოლიტიკა; მეცნიერთა ხელფასები საშუალოდ 250 %-ით გაიზარდა, რაც ხელს შეუწყობს მეცნიერის პრესტიჟის ამაღლებას და შესაბამისად, ახალგაზრდა მეცნიერთა მოზიდვას/ჩართვას სამეცნიერო საქმიანობაში; დაიგეგმა სამეცნიერო საქმიანობის შეფასების ადექვატური სისტემა, რომლის არარსებობა მნიშვნელოვნად აფერხებდა სისტემის განვითარებას. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ განხორციელებულ, მეცნიერების მხარდამჭერ სხვა პროგრამებთან ერთად, გრძელვადიანი სამეცნიერო პროგრამების განხორციელება და პროგრამის ფარგლებში მეცნიერების დაფინანსების ზრდა, არის ის მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც არის აუცილებელი საქართველოში მეცნიერების შემდგომი განვითარებისათვის. საქართველოში მეცნიერების განვითარების, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებული ინტელექტუალური პოტენციალის მიზნობრივად გამოყენების, სამეცნიერო კვლევებისთვის პირობების შექმნის, ახალგაზრდა სამეცნიერო პერსონალის მომზადების, სწავლის, სწავლებისა და სამეცნიერო კვლევების ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით სამომავლოდ იგეგმება: „მეცნიერების, ტექნოლოგიების და მათი განვითარების შესახებ“ და „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონებში ცვლილებების განხორციელება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მეცნიერების სტატუსისა და უფლება-მოვალეობების განსაზღვრის მიზნით; უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ინტეგრირებულ სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებში ატესტაციების ჩატარება და სამეცნიერო თანამდებობებზე ღია კონკურსის წესით მეცნიერ-თანამშრომლების არჩევა; თითოეულ სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის შესაძლებლობების შეფასება ეკონომიკური საინოვაციო განვითარების და ასევე, უმაღლესი განათლების განვითარების ხელშეწყობის კუთხით (დოქტორანტებთან და მაგისტრანტებთან მუშაობა); სამეცნიერო კვლევებისა და ინოვაციების პრიორიტეტული მიმართულებების დადგენა და შესაბამისი კვლევითი ინსტიტუტების ინფრასტრუქტურის გაძლიერება-განვითარება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42