დავით ნარმანია პორტოს მერს ლუი მორიერას შეხვდა
საზოგადოება - 16:36, 06 Feb, 2015     1503
პორტუგალიაში სამუშაო ვიზიტით მყოფი თბილისის მერი დავით ნარმანია ქალაქ პორტოს მერს ლუი მორიერას შეხვდა. შეხვედრაზე ისაუბრეს მყარი ნარჩენების მართვის გამოცდილებაზე. კერძოდ, განიხილეს ნაგავსაყრელების მართვისა და ნარჩენების გატანის საკითხი. საუბარი შეეხო ასევე მცირე ბიზნესის განვითარებაში მუნიციპალიტეტის როლს, ქალაქის იერსახეზე ზრუნვას - ძველი ქალაქის შერწყმას ახალ მშენებლობებთან. ტურიზმის განვითარების ხელშეწყობას და სხვა.

დავით ნარმანია და ლუის მორიერა შეთანხმდნენ, რომ გამოცდილების გაზიარების მიზნით, პორტოს ერთკვირიანი ვიზიტით თბილისის მერიის სამუშაო ჯგუფი ეწვევა. სამომავლოდ, პორტოსა და თბილისს შორის პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდება.

დღესვე დავით ნარმანია ქალაქ მატოზინიუში მონაწილეობას მიიღებს ევროსაბჭოს ადგილობრივ თვითმმართველობათა კონგრესის მონიტორინგის მუდმივმოქმედი კომიტეტის შეხვედრაში. შეხვედრაზე, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე ფილიპ რესევორი გახსნის, დაგეგმილია მონიტორინგის კომიტეტის საქმიანობის შეფასება. მონიტორინგის კომიტეტის წევრები ასევე იმსჯელებენ წინასამონიტორინგო ღონისძიებების შესახებ საქართველოში, უკრაინასა და პორტუგალიაში.

შეხვედრაზე აგრეთვე გაკეთდება მოხსენებები თემაზე - ადგილობრივი და რეგიონული დემოკრატია ევროპაში, ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტიის შესაბამისობა წევრ ქვეყნებთან მიმართებით. გარდა ამისა, შეხვედრაზე გაკეთდება მოხსენება თემაზე „ადამიანის უფლებები ადგილობრივ და რეგიონულ დონეებზე“.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42