ტროტუარებზე პარკირების 50-ზე მეტი ადგილი უკვე გაუქმებულია
საზოგადოება - 16:08, 06 Feb, 2015     891

ვაკე-საბურთალოს რაიონში ტროტუარებზე პარკირების 50-ზე მეტი ადგილი უკვე გაუქმებულია. თბილისის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ინფორმაციით, ვაკე-საბურთალოს რაიონში, სულ პარკირების 210 ადგილი გაუქმდება.

ტროტუარებზე პარკირება ეტაპობრივად, სხვა რაიონებშიც აიკრძალება.

თბილისის მერის დავით ნარმანიას დავალებით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში შესაბამისმა სამსახურებმა ტროტუარებზე პარკირების საკითხი შეისწავლეს, რის შედეგადაც, რამდენიმე ტროტუარზე კრიტიკული მდგომარეობა აღმოჩნდა.

ავტომანქანების პარკირების შემდეგ, ტროტუარზე აღარ რჩება ადგილი ფეხით მოსიარულეთათვის, რაც მოსახლეობის სამართლიან უკმაყოფილებას იწვევს. გამომდინარე აქედან, თბილისის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, იქ, სადაც 3 მეტრზე ნაკლებია ტროტუარის სიგანე, პარკირება აიკრძალოს, რათა ფეხით მოსიარულეებს გადაადგილებაში ხელი არ შეეშალოთ.

ამასთან, თბილისის მერის დავით ნარმანიას დავალებით, უახლოეს პერიოდში გამოცხადდება ინტერესთა გამოხატვა დაინტერესებული ინვესტორი კომპანიების მოსაზიდად, რომლებიც ააშენებენ ქალაქში მიწისქვესა და მიწისზედა პარკინგებს, რათა ტროტუარებზე ეტაპოვრივად პარკირების შეზღუდვამ მძღოლებს დისკომფორტი არ შეუქმნას.

იმ შემთხვევაში, თუ გაუქმებულ ადგილებზე კვლავ მოხდება არასწორი პარკირება, მოქალაქეები დაჯარიმდებიან არსებული კანონმდებლობის შესაბამისად.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42