ჯავახიშვილის ქუჩაზე სამუშაოები თებერვლის ბოლოს დასრულდება
საზოგადოება - 13:30, 06 Feb, 2015     1390
მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები თებერვლის ბოლოს დასრულდება და მოძრაობა სრულად აღდგება. ამის შესახებ თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსმა ავთანდილ სუდაძემ განაცხადა, რომელიც სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას დღეს ადგილზე გაეცნო.

ავთანდილ სუდაძის თქმით, დედაქალაქის მერიამ უმოკლეს ვადაში დაასრულა სამუშაოების პირველი ეტაპი - კედლის გამაგრების სამუშაოები და ხიმინჯების მოწყობა.

„რამდენიმე დღეში მთლიანად დასრულდება კედლის გამაგრების სამუშაოები. პარალელურად, სერვისის მომწოდებელი ყველა კომპანია დაიწყებს ქსელების მოწესრიგებას, რის შემდეგაც დაიწყება გზის საფარის აღდგენითი სამუშაოები, მოეწყობა ქვაფენილი. სამუშაოები თვის ბოლოს დასრულდებადა მთლიანად აღდგება მოძრაობა“ - განაცხადა ავთანდილ სუდაძემ.

კომპანია “GWP”-ის ტექნიკური დირექტორის მოადგილის ომარ გოცირიძის თქმით, დღეიდან იწყება წყალსადენის ძირითადი ქსელის შეცვლა-განახლება. მისივე თქმით, მთლიანობაში შეიცვლება 700 მეტრის სიგრძის ქსელი, განახლდება კანალიზაციის ქსელიც.

მ. ჯავახიშვილის ქუჩაზე საყრდენი კედელი 12 იანვარს ჩამოიშალა. სარეაბილიტაციო სამუშაოებს 24 საათის განმავლობაში „კავკასუს როუდ პროჯექტი“ აწარმოებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42