"ნახევარი ორსულობა მშიერი მუცლით გავატარე" - როგორ იშოვა ეკა ყურშიტაშვილმა ფული
საზოგადოება - 12:12, 06 Feb, 2015     30013

24 წლის ეკა ყურშიტაშვილი მძიმე ბავშვობასა და პირად ცხოვრებაზე საუბრობს. ამბობს, რომ მის თავზე მხოლოდ წისქვილის ქვა არ დატრიალებულა, თორემ ყველანაირი გაჭირვება აქვს გამოვლილი. ინტერვიუ მან ჟურნალ "სარკეს" მისცა.

„კახეთში დავიბადე. მერე რამდენიმე წელი უკრაინაში ვცხოვრობდი, რადგან მშობლები იქ იყვნენ - დედაჩემი ნახევრად უკრაინელია, პედიატრია და იქ ბავშვთა საავადმყოფოში მუშაობდა.

6 წლის რომ ვიყავი, მშობლები ერთმანეთს გაშორდნენ. მე და ჩემი და თელავში ჯერ მამაჩემის ბებიასთან, მერე მამაჩემის დედასთან ვიზრდებოდით. სკოლა თელავში დავამთავრე.

5 წელი დედისგან წერილიც კი არ მიგვიღია. 5 წლის მერე ჩამოვიდა და გვნახა. მერე გათხოვდა. მოსკოვში ცხოვრობს, ქართველს გაჰყვა ცოლად. მისი მეჯვარე ვიყავი ქორწილში. მამასთან ერთადაც არ ვცხოვრობდით, რადგან განქორწინებიდან მალევე მოიყვანა ცოლი. მერე მასაც გაშორდა და ახლა მესამე ცოლი ჰყავს.

7-8 წლის ასაკში უკვე დამოუკიდებელ ცხოვრებას ვეწეოდი, საჭმელსაც მე ვიმზადებდი. და ჩემზე 2 წლით უფროსია, მაგრამ, რომ იტყვიან, მხოლოდ თავისი თავის ადამიანია. მშობლები მას უფრო აქცევდნენ ყურადღებას - მისთვის უნდოდათ კარგი ტანსაცმელი, კარგი განათლება. ჩემთვის კი არავინ იყო. როგორღაც გავიზარდე. ჩემს თავზე წისქვილის ბორბალი არ დატრიალებულა, თორემ სხვა ყველაფერი გამოცდილი მაქვს.

მერე გავთხოვდი. საშინელ პირობებში მიწევდა ცხოვრება. 6 თვის ორსული ვიყავი მუცელი რომ ამტკივდა და ქმარს ვეხვეწებოდი, ექიმთან წამიყვანე-მეთქი. მიპასუხა, ახლა გამაყუჩებელი დალიე და ხვალ მივიდეთო. ბავშვი მკვდარი დავბადე და მეც ძლივს გადავრჩი.

ამის შემდეგ ერთმანეთს დავშორდით, მაგრამ ისევ შევრიგდით, რადგან მამაჩემი ამბობდა, რომ სახლში განათხოვარი შვილი არ სჭირდებოდა. ერთი თვის ორსული ვიყავი, როცა მისგან წამოვედი და უკრაინაში წავედი.

იქ ფრჩხილების, თმების დაგრძელება და ვიზაჟის გაკეთება შევისწავლე. საღამოობით კი რესტორნის სამზარეულოში ვმუშაობდი - ჭურჭელსაც ვრეცხავდი, კარტოფილის თუ სხვა რამის გათლაში ვეხმარებოდი და ა.შ. ღამის 3-5 საათზე 20 გრადუსიან ყინვაში ერთ კილომეტრს ფეხით გავდიოდი, რომ სახლამდე მიმეღწია. 5-6 თვე დავყავი უკრაინაში, მერე თბილისში ჩამოვედი და ბინა ვიქირავე. ნახევარი ორსულობა მშიერი მუცლით გავატარე. მთელი 9 თვე ვმუშაობდი.

24 წელი რომ ავიღოთ მთლიანობაში, არავისგან მიგრძვნია იმდენი სითბო და სიყვარული, რასაც ჩემი შვილი ერთ დღეში იღებს ჩემგან. ბავშვი რომ გავაჩინე, სალონში დავიწყე მუშაობა. ძალიან მიჭირდა ბინის ქირის გადახდა და ბავშვის მოვლა. საბავშვო ეტლით დამყავდა სალონში და როცა საქმე მქონდა, ჩემი თანამშრომლები ართობდნენ.

2 წელი ძუძუს ვაჭმევდი, ისე გავზარდე. გვიანობამდე კი სალონში მყავდა. ახლა 5 წლის არის, ცისი ჰქვია. მოგვიანებით ჩემმა ყოფილმა დედამთილმა მასესხა ფული. ვიქირავე ფართი, მოსწავლეებიც მყავდა, ვმუშაობდი, შემომქონდა ფრჩხილების ლაქები, სხვა საშუალებები და ვყიდდი. ბოლოს სალონი დავკეტე და სახლში ვიღებდი კლიენტებს. 5 წელია ერთი და იგივე პიროვნებები დადიან ჩემთან და მეც დავდივარ მათთან სახლში. მანქანა პირველად 3 წლის წინ ვიყიდე - "მერსედესი ცე ელ კა", - მერე ეს ჯიპი - "ბეემვე იქს 5".

ეს მანქანა 25 ათასი დოლარი ღირს... დანაზოგს ყოველთვის ვაკეთებდი. ფრჩხილის დაგრძელება 100 ლარი ღირს... პირველად მანქანაში 11 ათასი დოლარი გადავიხადე. 5 ათასამდე მქონდა მოგროვებული, 4 ათასი მეგობარმა მამაკაცმა დამიმატა და 3 ათასი სესხად გამოვიტანე ბანკიდან, რომელიც რამდენიმე თვეში დავფარე. მერე ეს „ბეემვე“ მომინდა. გავყიდე ის მანქანა და ისევ ჩემმა შეყვარებულმა დამიმატა ფული. 10 ათასი მქონდა, 10 ათასი დამიმატა, 5 ათასი ისევ სესხი ავიღე. ეს ვალი უკვე დავფარე.

საკმაოდ კარგი ადამიანი და შეძლებული პიროვნება მყავს გვერდით. კი არ ვეუბნებოდი, ამდენი და ამდენი მინდა-მეთქი, დამიდებდა ხოლმე მაგიდაზე ან ანგარიშზე მირიცხავდა და იმით შევაგროვე. 6 თვე ვაგროვე ფული და 10 ათას დოლარამდე ავიდა. შევიტანე მშენებარე ბინისთვის და სულ ახლახან დავამთავრე დანარჩენი თანხის დაფარვა. დღეში ორი გოგო რომ მივიღო, უკვე 200 ლარია. გულხელდაკრეფილი კი არ ვზივარ! - აცხადებს ეკა ყურშიტაშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42