კომუნიკაციების კომისიის გაფრთხილება "რუსთავი 2"-ს და "იმედს"
საზოგადოება - 20:57, 05 Feb, 2015     2882

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ, დღეს გამართულ სხდომაზე ტელეკომპანიები „რუსთავი 2“ და „იმედი“ წერილობით გააფრთხილა, მობილური ოპერატორი „ჯეოსელი“ კი არასათანადო რეკლამის დამკვეთად მიიჩნია.

ამის შესახებ კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

"ორივე ტელეკომპანიის ეთერში მობილური ოპერატორის „ჯეოსელის“ სარეკლამო რგოლი გავიდა, რომელშიც რამდენიმე წამყვანი ტელეკომპანიის საინფორმაციო და საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამების წამყვანები და ჟურნალისტები მონაწილეობდნენ. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, საინფორმაციო და საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამების წამყვანების და ჟურნალისტების მონაწილეობა კომერციულ რეკლამაში აკრძალულია. რაც შეეხება, რეკლამის დამკვეთს მობილურ ოპერატორ „ჯეოსელს“ კომისიამ ის არასათანადო რეკლამის დამკვეთათ მიიჩნია, მაგრამ საქართველოს კანონმდებლობით შესაბამისი უფლებამოსილების არ ქონის გამო სანქცია ვერ დააკისრა.

ამავე სხდომაზე კომისიამ რადიო „იმედი“ იარაღის რეკლამის განთავსების გამო წერილობით გააფრთხილა. რადიო „იმედის“ ეთერში შპს „კულას“ დაკვეთით იარაღის რეკლამა იყო განთავსებული, შემდეგი შინაარსით: „კალიბრი გილოცავთ დამდეგ 2015 წელს და გთავაზობთ უპრეცენდენტო აქციას – ბერეტას, ბენელის, გლოკის და ჩეზეს მარკის იარაღები ყველაზე დაბალ ფასში, თუკი სხვა მაღაზიაში ნახავთ უფრო იაფ პროდუქციას, კალიბრი აგინაზღაურებთ სხვაობას, ყველა მყიდველი დასაჩუქრდება, ინფორმაციისათვის დარეკეთ...“ „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის თანახმად, აკრძალულია საბრძოლო იარაღის რეკლამის გავრცელება.

კომისიამ შპს „კულაც“ არასათანადო რეკლამის დამკვეთად მიიჩნია, მაგრამ სანქცია ამ შემთხვევაშიც ვერ გამოიყენა", - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42