სემეკი ელექტროენერგიის ტარიფთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ბიზნესი & ეკონომიკა - 19:06, 05 Feb, 2015     3649

ბუნებრივი გაზის მიწოდების საქმიანობა იურიდიული პირებისთვის კომისიის რეგულირებას არ ექვემდებარება.

ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

"საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ „ბუნებრივი გაზის მიწოდების საქმიანობის დერეგულირებისა და ნაწილობრივი დერეგულირების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2007 წლის 25 სექტემბრის #69 ბრძანების შესაბამისად, ბუნებრივი გაზის მიწოდების საქმიანობა იურიდიული პირებისათვის (კომერციული სექტორი) დერეგულირებულია, ანუ არ ექვემდებარება კომისიის რეგულირებას, შესაბამისად კომისიის რეგულირებაში შედის ბუნებრივი გაზის მოხმარების ტარიფების დადგენა მხოლოდ საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის.

რაც შეეხება ბუნებრივ გაზზე მომუშავე თბოელექტროსადგურების ტარიფის შესაძლო ცვლილებას, კომისია განმარტავს, რომ ამ ეტაპზე კომისიაში სატარიფო განაცხადი არ არის შემოსული. ამასთანავე, თბოელექტროსადგურებისათვის ტარიფის ცვლილება ცალსახად არ გამოიწვევს და არ ნიშნავს ელექტროენერგიის საყოფაცხოვრებო ტარიფის მატებას. საყოფაცხოვრებო ტარიფი შედგება რამდენიმე კომპონენტისაგან. ტარიფის გაანგარიშებისას შესაძლებელია მისი რომელიმე კომპონენტის ცვლილება, რაც ცალსახად არ გულისხმობს საბოლოო საყოფაცხოვრებო ტარიფის მატებას.

აქვე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ტელეკომპანია რუსთავი 2–ის 15:00 საათის საინფორმაციო გამოშვებაში კომისიის საჯარო სხდომის შესახებ გაჟღერებულ ინფორმაციას ეხმაურება. 5 თებერვალს კომისიაში გაიმართა საჯარო სხდომა, სადაც დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებში არ იყო მოცემული „ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის ფასების ზრდის შეჩერების“ შესახებ საკითხი.კომისიის საჯარო სხდომის დღის წესრიგი კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე www.gnerc.org ქვეყნდება საჯარო სხდომის გამართვიდან 7 სამუშაო დღით ადრე. შესაბამისად, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აქვს შესაძლებლობა წინასწარ გაეცნოს კომისიის მიერ კონკრეტულ სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისიწნებული საკითხების შესახებ ინფორმაციას", - ნათქვამია სემეკის განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42