„მე იმის პრეტენზია არ მაქვს, რომ ან ვანგას ძმა ვარ ან ნოსტრადამუსის ბიძაშვილი, მაგრამ წერტილოვანი სიზუსტით ვამბობდი, , ვინ ვის გადაებმევა,ვინ ვის დაუახლოვდება და ვინ საით წავა.
მიუხედავად იმისა, რომ ბატონი ბიძინა გამოვიდა და დაამშვიდა საზოგადოება, სიმშვიდის უფლება ნამდვილად არ გვაქვს . მაინტერესებს, რატომ შეიკრიბნენ საინგილოში ერთი კვირის წინ და რა „სხადნიაკი“ ჰქონდა მიხეილ სააკაშვილს, მთელი ეს ბობოლები რომ იქ იყვნენ ჩასულები? მე მონადირეებს ვიცნობ და იქიდან მაქვს ზუსტი ინფორმაცია, რომ ის სისხლისმსმელი იქ ჩამოეთრა და გამალებული მუშაობა მიდის.“- აღნიშნავს ამაშუკელი.
რეზო ამაშუკელის კრიტიკის სამიზნე ქართული ტელევიზიები და მისი წამყვანებიც გახდნენ, მისი აზრით ქართული მედია სივრცე, ქართულ საქმეს არ ემსახურება, „რუსთავი2“-კი სახელმწიფოებრიობას უქმნის საფრთხეს და „ ერის ბიოლოგიური გადაშენების საშიშროებას ქმნის“
„აყროლდა მთელი ტელევიზიები ხახვის, ნივრის და აქოტებული ნიფხვის სუნით, ზოგიერთი ქალი ულუ ყაენს დამესგავსა და მაინც ვერ ელევა ეკრანს და ესაა შოუები? რამდენი ხანი უნდა ითმინოს ხალხმა. თან ახლა ამ ტელევიზიებს „ფირმენი“ ბოზები შემოუერთდნენ, და ძალიან კარგად ვიცით , საიდან მოდის ეს ყველაფერი... ვის რაში აინტერესებს „ფირმენი“ ბოზების ნიფხვების ფერი?“- აცხადებს ამაშუკელი
წყარო "ალია"
მასალის გამოყენების პირობები






