MYVIDEO TV BOX MYVIDEO.GE-ს მორიგი ინოვაციური პროდუქტია. MYVIDEO TV BOX-ის საშუალებით მომხმარებლები შეძლებენ უყურონ 100-ზე მეტ სატელევიზიო არხს საშუალოდ 30 დღიანი არქივით, MYVIDEO.GE-ს ვიდეოებსა და ფილმებს ახლა უკვე ტელევიზორშიც!
მოწყობილობის გამოყენება შესაძლებელია როგორც ანალოგურ, ასევე ციფრულ ტელევიზორებზე და მისი მუშაობისათვის საჭიროა მხოლოდ 1.5 მეგაბიტი წამში სტაბილური ინტერნეტი SD არხებისათვის და 3 მეგაბიტი წამში HD არხებისათვის, განურჩევლად ინტერნეტ-პროვაიდერისა.
MYVIDEO TV BOX-ის შეძენის შემთხვევაში, საქართველოში მცხოვრები მომხმარებლები უფასოდ ისარგებლებენ შემდეგი სერვისებით:
- 45 ქართული არხი, საშუალოდ 30 დღიანი არქივით
- გადახვევისა და დაპაუზების ფუნქციები
- Myvideo.ge-ზე განთავსებული ვიდეო კონტენტი
დამატებით, მომხმარებლის მიერ myvideo.ge-ზე რეკომენდებული, გამოწერილი და ფავორიტად მონიშნული ვიდეოები ავტომატურად ხელმისაწვდომია ტელევიზორშიც.

გარდა ზემოთ ჩამოთვლილისა, MYVIDEO TV BOX-ით სარგებლობა ასევე შესაძლებელია მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, საიდანაც myvideo.ge-სთან წვდომა შეზღუდული არ არის. საზღვარგარეთ მცხოვრები მომხმარებლებისათვის არსებობს პაკეტი „ ქართული TV უცხოეთიდან“, რომელიც საშუალებას აძლევს მათ უყურონ 45 ქართულ არხს გადახვევისა და დაპაუზების ფუნქციებით და ასევე მათთვის ხელმისაწვდომია Myvideo.ge-ზე განთავსებული ვიდეო კონტენტი, ახლა უკვე ტელევიზორებიდან.ა უფასო პაკეტისა, საქარტველოში მცხოვრები იმ მომხმარებლებისთვის, რომლებსაც უცხოური არხების ყურება სურს, არსებობს პაკეტი „ულტრა“, რომელშიც შედის 100 + ქართული და უცხოური არხი + ყველა ის მომსახურება, რაც უფასოდ არის ხელმისაწვდომი.

MYVIDEO TV BOX-ის ფუნქციონალი მუდმივად განახლებადია და მომავალში ბევრ საინტერესო სიახლეს ჰპირდება მომხმარებლებს. მისი შეძენა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: http://www.myvideo.ge/tvbox
მასალის გამოყენების პირობები






