შვეიცარიაში 21 წლამდე ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა დასრულდა.
საქართველოს ნაკრები მეექვე ჯგუფში ითამაშებს. ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელები შესარჩევ რაუნდში ესპანეთს, შვედეთს, ხორვატიას, ესტონეთს და სან მარინოს დაუპირისპრიდებიან.
საკვალიფიკაციო ეტაპი მიმდინარე წლის მარტში დაიწყება.
2015 წელი
3 ივნისი: სან-მარინო - საქართველო
3 სექტემბერი: ხორვატია - საქართველო
7 ოქტომბერი: საქართველო - ესპანეთი
13 ოქტომბერი: საქართველო- ესტონეთი
13 ნოემბერი: ესპანეთი - საქართველო
17 ნოემბერი: საქართველო - შვედეთი
2016 წელი
23 მარტი: საქართველო - სან-მარინო
ივნისი: შვედეთი - საქართველო
1 სექტემბერი: ესტონეთი - საქართველო
6 სექტემბერი: საქართველო - ხორვატია
რაც შეეხება შვედეთი-საქართველოს თამაშს, რომელიც 2016 წლის ივნისში უნდა გაიმართოს, თარიღი მოგვიანებით, ფედერაციების შეთანხმების შედეგად დადგინდება.
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების სამწვრთნელო შტაბი ამ შესარჩევ ციკლში ასეთი შემადგენლობით იმუშავებს: მთავარი მწვრთნელი - ალექსანდრე ჩივაძე, ასისტენტები - ოთარ გაბელია, გელა ინალიშვილი; მეკარეების მწვრთნელი - დავით გვარამაძე.
აღნიშნულ წილისყრასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდრე ჩივაძემ.
„ურთულესი ჯგუფი შეგვხვდა. ესპანეთის, შვედეთისა და ხორვატიის ნაკრებებს ჩემი წარდგენა ნამდვილად არ სჭირდებათ. მითუმეტეს, ესპანეთს, რომელსაც ყველა ასაკში უმაღლესი დონის ფეხბურთელები ჰყავს. შემიძლია ვთქვა, რომ ცხრა ჯგუფს შორის, ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე რთულია.
კალენდრით კმაყოფილი ვარ. როცა მეტოქეებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, პირდაპირ კონტაქტზე ვიყავი სფფ-ის პრეზიდენტთან და გენერალურ მდივანთან და ყველაფერი შეთანხმებულად გავაკეთეთ.
რა თქმა უნდა, მუშაობას დღეიდან შევუდგებით და მარტში უკვე ამხანაგურ თამაშს დავგეგმავთ. აქვე გეტყვით, რომ ჩვენს სამწვრთნელო შტაბში სიახლეა. ბატონი ოთარ გაბელია ამ შესარჩევ ციკლში ჩვენთან ერთად იმუშავებს“ - განაცხადა ჩივაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






