„თანხა რომელიც ეკა კვალიაშვილმა მიიღო პლასტიკურ ოპერაციებისთვის გამოიყენა“, „მოიგონა ავადმყოფობა“ „კვალიაშვილს რეალურად არ ჰქონდა ისეთი მძიმე მდგომარეობა, როგორიც შექმნეს“, - ასეთია ჭორები, რომელიც საქართველოში ეკა კვალიაშვილის ავადმყოფობას მოჰყვა.
„საქართველოში აუცილებლად უნდა მოკვდე, ან ლოგინს უნდა მიეჯაჭვო, რომ შენი ავადმყოფობა ბოლომდე იწამოს ხალხმა, “- წერს სოციალურ ქსელში ერთ-ერთი დამპოსტველი... მომღერალი კი ამ პასუხგაუცემელ კითხვებს „ნანუკას შოუში“ პასუხობს.
-ჯანმრთელობის ირგვლივ ტრიალებს რაღაც ამბები და ერთხელ და სამუდამოდ მინდა გავარკვიო რა ხდება რეალურად?
-აქ ცოტა არეულ- დარეულობასა და ცუდი ენების ტრიალსა აქვს ადგილი. საფრანგეთში როდეასც გამოკვლელვაზე ვიყავი, მითხრეს შენთვის არანაირი სტრესი არ შეიძლება, პოზიტივში უნდა იყოო... პროფესორმა მითხრა, - ვინც ნეგატივსა და სტრესს მოგაყენებს ჩათვალე რომ ის არის შენი მკვლელი. ასეთი მკვლელი კიდევ ძალიან ბევრი დამხვდა , რომ ჩამოვედი და რა დავაშავე ვერ გავიგე.
-არიან ადამიანები რომლებიც ამბობენ რომ ის თანხა რომელიც ეკა კვალიაშვილმა მიიღოი პლასტიკური ოპერაციებისთვის გამოიყენა.
-ამისთვის, ადრეულ პერიოდში რუსთავი2-ის საგრიმიოროში გადაღებული ფოტო გამოიყენეს, ვიღაც წერს ჩემს შვილს, მაგისთვის გადავურიცხეთ დედაშენს ფული , რომ ნაოჭები გაესწორებინა?.. სად მინახეს ნაოჭები, არ მაქვს ბატონო , არ მააქვს...
მე საზოგადოების დახმარება მჭირდებოდა და დამეხმარა კიდეც საზოგადოება, რისთვისაც ყველას ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო, მაგრამ მე არ მინდა რომ მამადლიდნენ იმ დახმარებას ვიღაცები და ამბობდნენ - „მოიგონა ავადმყოფობაო“ .
-ამბობენ, არ იყო ისეთი მძიმე მდგომარეობა რაც შექმნესო.
-მაშინ მე დამაჯერეს რიომ ავად ვარ? თუ...
-რა თქვა საფრანგეთმა, როდესაც გამოკვლელვაზე იყავით?
-გავიკეთერ გამოკვლევები, ტუმცა საბოლოო არ არის, ამ გამოკვლელვებს კიდევ ბევრი კვლევა სჭირდება, რომ საბოლოო შედეგამდე მივიდეთ. მე ვიყავი ორი კვირით წასული და რაც დაავალა ექიმმა ის ჩამიტარეს და ის რაც დარჩა გამოსაკვლევი აქ გაკეთდება.
მასალის გამოყენების პირობები






