აზიის განვითარების ბანკი საქართველოს 108 მლნ აშშ დოლარის ოდენობის შეღავათიან ფინანსურ რესურსს გამოუყოფს
ბიზნესი & ეკონომიკა - 14:49, 05 Feb, 2015     729

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური აზიის განვითარების ბანკის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალურ დირექტორს, კლაუს გერჰაუზერს შეხვდა.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, დღესვე ფინანსთა სამინისტროში, საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს (ADB) შორის გაფორმდა „ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა - პროექტი 4“-ის სასესხო ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებს საქართველოსთვის 108 მლნ აშშ დოლარის შეღავათიანი ფინანსური რესურსის გამოყოფას.

ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს საქართველოს მთავრობის სახელით, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა და აზიის განვითარების ბანკის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალურმა დირექტორმა კლაუს გერჰაუზერმა.
ხელმოწერის ცერემონიას ასევე დაესწრნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით შავლიაშვილი და საქართველოში ADB-ის მუდმივი წარმომადგენელი ქეითი ჯულიანი.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში (IV ტრანში) დაგეგმილია ქვეყნისთვის ისეთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება როგორებიცაა ქალაქ ზუგდიდში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა და ფოთში კანალიზაციის სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოები, მათ შორის, კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა.

დღესვე საპროექტო ხელშეკრულებას ხელი მოაწერა საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა ვლადიმერ ლაზარიშვილმა.

2011-2019 წლებში ურბანული მომსახურების გაუმჯობესების პროექტების დასაფინანსებლად საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს (ADB) შორის 2011 წელს ხელმოწერილი „ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამის“ დაფინანსების ჩარჩო ხელშეკრულებით (FFA- 500 მლნ აშშ დოლარის ოდენობის სესხი) გათვალისწინებულია წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემის გასაუმჯობესებლად პროექტების განხორციელებას ქვეყნის 7 ტურისტულ ცენტრსა და მსხვილ ურბანულ დასახლებაში (მესტია, ანაკლია, ქუთაისი, ფოთი, ურეკი, ზუგდიდი, მარნეული).

FFA-ის ფარგლებში ამჟამად უკვე გამოყოფილია 3 ტრანში ჯამურად დაახლოებით 218 მლნ აშშ დოლარის ოდენობით, შემდეგი სამუშაოებისთვის:

I ტრანში: მესტიაში და ანაკლიაში წყალმომარაგების სათავე ნაგებობების მშენებლობა, წყალმომარაგების სისტემების ნაწილობრივ მშენებლობა-რეაბილიტაცია ქუთაისსა (I ფაზა) და ფოთში. ურეკის წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემების ნაწილობრივი მშენებლობა;

II ტრანში: ანაკლიასა და მესტიაში წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემის რეკონსტრუქცია და რეაბილიტაცია;

III ტრანში: ქალაქ ქუთაისში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია და ურეკში წყლისა და კანალიზაციის სისტემების მშენებლობა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42