,,შემთხვევა 46 ნომერში.
ავლაბრის მეტროსთან საშუალო ასაკის ქალბატონი ამოვიდა რომელსაც 50 თეთრის მაგივრად 40 თეთრი ჰქოდა. ტრანსპორტში მე, კონტროლიორი და მძღოლი ვიყავით . მან მორიდებით თქვა რომ 10 თეთრი აკლდებოდა , მეც ქაღალდის ფული მქონდა დარჩენილი და ვერ მივეცი თანხა. შიდა კონტროლიორმაც დართო ნება ''უფასო'' მგზავრობის, ქალბატონი მალევე ჩავიდა ბარათაშვილზე ( კოლმეურნეობის მოედანი) რა დროსაც გარე კნტროლიორებმა გააჩერეს. ავტობუსის დაძვრა და შიდა კონტროლიორის ტირილი ერთი იყო, გოგონა იმას დარდობდა რომ მას ხელფასს დაუქვითავდნენ და თვის ბოლოს ქირას ვერ გადაიხდიდა.
მისი დაწყნარება მძღოლმა სცადა მაგრამ უშედეგოდ, მე ხმას ვერ ვიღებდი. თავისულების მოედანზე ტრანსპორტი მგზავრებით შეივსო , ერთ-ერთმა ქალმა გოგონას შეატყო აცრელმლებული თვალები და იკითხა თუ რა სჭირდა მას. მძღოლმაც ომახიანად გასცა პასუხი თან მთავრობაც ''მოკითხა''. ისტორიის გაგონების თანავე რამდენიმე ადამიანმა გოგონას სანუგეშო ფრაზები უთხრა თუმცა გამოჩდა ისეთი დედაკაციც რომელმაც წყევლა დაუწყო , მხოლოდ იმის გამო რომ ის კონტროლიორი იყო ... ქალბატონის გაჩარება ცადეს თუმცა ის ბოლო ხმაზე გაჰკიოდა და არავის უსმენდა... გოგონაც არ ეპუსუხებოდა მას . კოსტავას ქუჩის დაღმართზე, ფორმა სიმწრით გაიხადა , ქალს სახეში ესროლა, გაჩერებაზე სწრაფად ჩავიდა ,აცრემლებული გზისკენ გაიქცა , მოულოდნელად კი მას მანქანა დაეჯახა... ავტუბუსში დასადგურებული წამიერი სიმშვიდე გარედან შემოსულმა კივილის ხმამ დაარღვია, საბედნიეროდ გოგონა გადარჩა ... შემთხვევის მერე ახლაც ვფიქრობ, რაღა დაგვრჩა ქართველებს საამაყო? რატომ ვტაკიმასხარაობთ? რატომ გვგონია რომ ეს კიდევ ქვეყანაა? რა ტოლერანტობაზე ან სიმამაცეზე გვაქვს პრეტენზია , მაშინ როცა საქციელით სხვას ვამტკიცებთ? რატომ ვწუხთ გარე მტრებზე როდესაც შიგნით ვცდილობთ ერთმანეთის მოსპობას? რატომ ვლანძღავთ ერთ ''ლუარსაბს'' როცა ყველას სული დაგვიჭლექდა და მხოლოდ ჭამაზე ვფიქრობთ... ჩავკვდეთ რააა....“ - წერს ნიკა საჯაია.
მასალის გამოყენების პირობები






