თბილისის მერია ტაქსებისათვის ლიცენზირების შემოღებაზე მუშაობს
საზოგადოება - 11:50, 05 Feb, 2015     4219

თბილისის მერია ტაქსების ლიცენზირების საკითხზე მუშაობს. ამ თემას სატრანსპორტო სამსახური მერიის რამდენიმე სამსახურთან ერთად ამუშავებს. დამატებით დეტალებზე ამ ეტაპზე მერიაში არ საუბრობენ.


უწყებაში აცხადებენ, რომ სამუშაო ჯგუფს ჯერჯერობით კონკრეტული მონახაზი არ აქვს. უცნობია ისიც, როდის დასრულდება საკითხზე მუშაობა.


დღეს მოქმედი კანონმდებლობით, მგზავრთა სატრანსპორტო კერძო გადაზიდვების სფერო არ რეგულირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერ მსურველს, რომელიც ტაქსის ტრაფარეტს შეიძენს, ამ საქმიანობის დაწყება შეუძლია, ყოველგვარი სალიცენზიო გადასახადისა და დაბეგვრის გარეშე.


ტაქსებზე ლიცენზიის შემოღების საკითხი წინა ხელისუფლების პირობებშიც განიხილებოდა. საუბარი იყო წელიწადში 1000 დოლარიან ლიცენზიაზე, თუმცა, მაშინ ახალ რეგულაციები ძალაში არ შესულა და მხოლოდ იდეის დონეზე დარჩა.


რა დადებითი და უარყოფითი შედეგების მოტანა შეუძლია ახალ რეგულაციებს?


ეკონომიკის ექსპერტი ლევან კალანდაძე აცხადებს, რომ ერთ მხრივ ლიცენზია კარგია, რადგანაც ამ ეტაპზე კერძო ტაქსების მხრიდან ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების მიუხედავად ქვეყნის ბიუჯეტში გადასახადების გადახდა არ ხდება. ლიცენზირება კი ამ საკითხს დაარეგულირებს.


„ვისაც უნდა რა ტიპის მანქანითაც უნდა ახორციელებს სატაქსო მომსახურეობას. ამავდროულად გადასახადებს არ იხდის. ერთი მხრივ, არ არის დაცული მგზავრის უსაფრთხოება, არ არის დაკმაყოფილებული საერთაშორისო სტანდარტები და მეორე მხრივ, არ შედის თანხა სახელმწიფო ბიუჯეტში“,- აცხადებს კალანდაძე.


ექსპერტის თქმით, მეორე საკითხია, როგორ განხორციელდება ეს რეფორმა, რადგანაც ამ მხრივ საქართველოს ცუდი გამოცდილება აქვს.


„რაშიც კი ერევა ადგილობრივი თვითმმართველობა, ყველაფერი მიდის ხოლმე მონოპოლიამდე, ერთი კონკრეტული ობიექტის მიერ მას საქმიანობის განხორციელების ექსკლუზიურ უფლებაზე. აქედან გამომდინარე ზიანდება ხოლმე მომხმარებელი. ეს რისკები კარგად ასაწონ-დასაწონია“,- აცხადებს კალანდაძე.


მისივე თქმით, გასათვალისწინებელია ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური მდგომარეობა და ის ადამიანები, რომლებიც ამ საქმიანობით შოულობენ დამატებით შემოსავალს.

„ყველა ქვეყანაში სატაქსო მომსახურეობა ექვემდებარება კანონში მოქცევას და გადასახადების გადახდას. ტაქსის მძღოლი ყოველთვის იხდის გადასახადს, ან იხდის ინდივიდუალურად, ან თვითონ ტაქსის კომპანიაში. არის ლოტების პრინციპიც, მაგალითად, მუნიციპალიტეტში გამოყოფილია, რამდენი ტაქსი შეიძლება მოძრაობდეს და ეს გადანაწილებულია სხვადასხვა კომპანიაზე“,- აცხადებს ლევან კალანდაძე.


ლიცენზირების წინააღმდეგ არ გამოდიან არც თავად სატაქსო მომსახურებაში ჩართული პირები და კომპანიები.


კომპანია „ელიტ ტაქსის“ მენეჯერი ლევან გაგუნაშვილი ტაქსების ლიცენზირებას მიესალმება. მისი აზრით, ამ სფეროს მოწესირგებისთვის მსგავსი რეგულაციების შემოღება აუცილებელია, როგორც მგზავრების უსაფრთხოებისთვის, ასევე მომსახურების ხარისხის ასაწევად.


„ტაქსის მძღოლი უნდა გავდეს ტაქსის მძღოლს. არ არის სწორი, როდესაც ვიღაც სამსახურიდან გამოდის, შემოადებს მანქანას ტრაფარეტს და ტაქსაობს, რა თქმა უნდა, ეს გაჭირვების და დუხჭირი ცხოვრების ბრალია, მაგრამ მაინც. არის შემთხვევები როდესაც ტაქსის მძღოლს აყაჩაღეენ, მაგარამ არის საპირისპირო შემთხვევებიც, როდესაც ტაქსის მძღოლი აყაჩაღებს მგზავრს და ამის შესახებ ჩვენთვის ცნობილია. ამიტომ არის საჭირო ლიცენზია, მაგრამ ისეთი არა, რომ მძღოლი წელში გაწყვიტოს. მასში ფულის გადახდა მძღოლს უნდა უღირდეს და ამ საქმიანობით ოჯახის რჩენა შეეძლოს“,- აცხადებს ტაქსის კომპანიის წარმომადგენელი.


თუმცა, ლევან გაგუნაშვილი მეორე მიმართულებაზეც საუბრობს. მისი განცხადებით, ლიცენზიების შემოღება ტარიფებს აუცილებლად გააძვირებს და 3-4 ლარიანი ტაქსები ბაზარზე აღარ იქნება.


ლიცენზირებას მიესალმება კერძო ტაქსის მფლობელი თორნიკე სხირტლაძეც. „კომერსანტთან“ საუბრისას ტაქსისტი აცხადებს, რომ ლიცენზირების წესი მას კონკურენტებს ჩამოაცილებს.


მისივე თქმით, ახალი რეგულაციის შემოღება თბილისის ტაქსის მძღოლების 70%-ზე მეტს შემოსავლის წყაროს დააკარგვინებს, რადგანაც სწორედ ამ რაოდენობის ტაქსის მძღოლები ვერ დააკმაყოფილებენ ლიცენზირების სტანდარტებს.


„ტაქსების უმეტესობა 2004 წელზე ძველი გამოშვების მანქანებია, რომლებიც გაუმართავ მდგომარეობაშია. ამასთან, არსებობს სიბინძურის პრობლემაც, რომელზეც კლიენტები ხშირად საუბრობენ. დღეს ასეთი ტაქსსაც აქვს მოძრაობის საშუალება და ჩემნაირსაც, რომელსაც ყველაფერი წესრიგში აქვს და ქუჩებიც იცის“,- აცხადებს სხირტლაძე.


მისივე შეფასებით, ლიცენზირების შემოღების შემდეგ, სავარაუდოდ, ტარიფები აიწევს, თუმცა, რამდენით მოხდება ფასების ცვლილება ეს ლიცენზიის ტარიფზეა დამოკიდებული.

თუმცა, ტაქსის მძღოლი, მურმან კ. რომელსაც 16 წლის "ფოლკსვაგენი" ჰყავს და გაზზე ამუშავებს, აცხადებს, რომ ქვეყანა ამისათვის დღეს მზად არ არის. რადგან ძველი ავტომობილები იმ სტანდარტებს ვერ დააკმაყოფილებენ, რომელსაც მერია დააწესებს და ადამიანები, რომელებიც ოჯახებს ამ საქმიანობით არჩენენ, შიმშილით მოკვდებიან.


წყარო commersant.ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42