"ეს არის „ნაციონალებისგან“ მოსყიდული კაცი" - შვილმკვდარი მამების დაპირისპირება
საზოგადოება - 15:41, 04 Feb, 2015     5462
2004 წლის 23 ნოემბერს დიდუბის პანთეონთან მომხდარი ინციდენტის გამო გარდაცვლილი ბუტა რობაქიძის მამა, სოსო რობაქიძე, 2002 წელს მოკლული გიორგი გაბუნიას მამის, ლევან გაბუნიას, გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება და და აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში თუკი ლევან გაბუნიამ, არ დაამტკიცა, რომ შვილი ზურაბ ვაზაგაშვილმა მოუკლა და იური ვაზაგაშვილი ნარკოტოკებს ყიდდა, ის პასუხს კანონის წინაშე აგებს.

„10 და 12 წლის შემდეგ იძახის, რომ შვილი მომიკლესო. ჩვენ შვილები, რომ მოგვიკლეს, მას შემდეგ წესიერად არ გვიძინია და რკინის ქალამნები ჩავიცვით. სისულელეა, როდესაც გაბუნია ლაპარაკობს, რომ შვილი იური ვაზაგაშვილის შვილმა მოუკლა. ეს არის „ნაციონალური მოძრაობისგან“ მოსყიდული კაცი, რომელსაც თავისი ნათქვამის დამტკიცება მოუწევს. იური ვაზაგაშვილს, თავის აფთიაქში ფსიქოტროპული წამლების გაყიდვაც კი ჰქონდა აკრძალული. ყველაფერზე, რაც ლევან გაბუნიამ განაცხადა, ის პასუხს აგებს კაცურადაც და კანონის წინაშეც“, - აცხადებს სოსო რობაქიძე.

როგორც ლევან გაბუნიამ გადაცემა „არჩევანში“ განაცხადა, მისი შვილი გიორგი გაბუნია შეესწრო ბექა პაპუაშვილის მკვლელობას, რომელიც ზურაბ ვაზაგაშვილმა 2002 წელს ჩაიდინა, შემდეგ კი ვაზაგაშვილმა მოწმეც მოიშორა და გიორგი გაბუნიაც მოკლა. 2002 წელს გაბუნია გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.

,,ამ მკველობის მოწმე იყო ჩემი შილი გიორგი გაბუნია, შემდეგ წლისთავზე ჩემი შვილი, როგორც მოწმე მოიშორა ვაზაგაშვილმა, რომ პასუხი არ ეგო, მან მაშინვე არ აგო პასუხი, მაგრამ ეს იყო 2002 წელი, 2003 წელს მთავრობა შიეცავალა და იმის შიშით რომ ახალ მთავრობას ეს საქმე არ გამოეძიებინა მოწმე მოიშორეს“ - განაცხადა ლევან გაბუნიამ.

ლევან გაბუნია აცხადებს, რომ ზურაბ ვაზაგაშვილი და მისი მამა იური ვაზაგაშვილი კრიმინალი იყო.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42