„ჩემთვის ცნობილი გახდა იმ ადამიანის ვინაობა, ვინც ორგანიზება გაუკეთა ამ ყველაფერს, რა სცენარიც დაიდგა საბურთალოს ბინაში. ამ პიროვნების სახელი და გვარი ვიცი და პროკურატურას ვუთხარი ერთი წლის წინათ, როცა დაკითხვაზე ვიყავი. მე სახელისა და გვარის გარდა, პროკურატურას ასევე ვუთხარი ამ ადამიანის ადგილსამყოფლის შესახებაც. პროკურატურამ დაიწყო ძიება და დაადგინეს, რომ ამ პიროვნებამ საქართველოს საზღვარი დატოვა სამი დღით ადრე ჟვანიას გარდაცვალებამდე. მან ორგანიზება გაუკეთა ამ ყველაფერს, მათ შორის გვამების მიტანას, ის პიროვნება გაიყვანეს საქართველოდან ზურას გარდაცვალების შემდეგ. მაგრამ როცა პროკურატურამ მოიძია ინფორმაცია, აღმოჩნდა, რომ ის ადამიანი ზურას გარდაცვალებამდე იყო გასული საქართველოდან. მე მქონდა თხოვნა პროკურატურის მიმართ, რომ საფუძვლიანად შეესწავლათ, რაგდან წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს უამრავი პასპორტი ჰქონდათ და კაცმა არ იცის , როდის შემოდიოდნენ და გადიოდნენ საზღვარზე , მე მინდოდა, რომ საერთაშორისო კავშირების გამოყენებით დაედგინათ , რეალურად, რომ გავიდა ქვეყნიდან 2005 წლის თებერვალში, მას მერე საქართველოში არ ჩამოსულა და ეს მაეჭვებს. არ ვიცი, დღემდე არაფერი უცნობებიათ. მე მგონი არ იქნებოდა ცუდი , ცოტა უფრო ღრმად დაინტერესებულიყვნენ ამ ფაქტით. შეიძლება, გამოძიებულიც აქვთ, ვერ გეტყვით“- აცხადებს ხათუნა ხოფერია.
წყარო „ალია“
მასალის გამოყენების პირობები






