დასახლებული პუნქტების იერსახის დამახინჯებისთვის ჯარიმა 50 ლარიდან 15-დღიან პატიმრობამდე
საზოგადოება - 12:52, 04 Feb, 2015     1701

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის თანახმად, თვითმმართველი ერთეულის იერსახის დამახინჯებისთვის დარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში, მოქალაქეს ადმინისტრაციული ჯარიმა დაეკისრება.

კერძოდ, შენობათა ფასადებზე, ვიტრინებზე, ღობეებზე, სვეტებზე, ხე-ნარგავებზე სხადასხვა სახის წარწერების, ნახატების, სიმბოლოების თვითნებური შესრულება, ასევე, პლაკატების, ლოზუნგების, ბანერების განთავსება ისეთ ადგილებზე, რომლებიც საამისოდ არ არის გამოყოფილი, ღობეებისა და შენობების შეუღებავად მიტოვება, გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

ამავე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში ჩაიდენს იგივე ქმედებას, 1000 ლარის, ხოლო განმეორებით ჩადენის შემთხვევაში - 2000 ლარის ოდენობით დაჯარიმდება. ამავდროულად, დარღვევის გამოუსწორებლობა დაჯარიმებიდან 10 დღის ვადაში, გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

დასჯადია ასევე სხვადასხვა სახის წარწერების, ნახატების, სიმბოლოების თვითნებურად შესრულება ადმინისტრაციული ორგანოების შენობათა ფასადებზე, აგრეთვე, მათ მიმდებარე ტერიტორიაზე, მათ შორის, ფეხით მოსიარულეთა და სატრანსპორტო საშუალებების სავალ ნაწილზე. ამ ტერიტორიების დამახინჯების შემთხვევაში, მოქალაქე 500 ლარის ოდენობით დაჯარიმდება. სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენისას კი ჯარიმა გაორმაგდება. ამასთან, თუ საქმის გარემოებებისა და დამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით ამ ზომის გამოყენება არასაკმარისად იქნება მიჩნეული, შესაძლებელია, პირს 15 დღემდე ვადით ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდოს.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, თბილისის მერმა მიწისქვეშა გადასასვლელების დასუფთავებაზე კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება. დავით ნარმანიას თქმით, ბოლო ორი კვირაა აქტურად მიმდინარეობს მიწისქვეშა გადასასვლელების მოწესრიგება, სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.

თბილისის მერი მოუწოდებს მოქალაქეებს, თავი შეიკავონ შენობებსა და მიწისქვეშა გადასასვლელების კედლებზე განცხადებების გაკვრისგან და ამისთვის მხოლოდ სპეციალურად გამოყოფილი სტენდები და სამშენებლო ღობეები გამოიყენონ. მისივე თქმით, არქიტექტურის სამსახურს უკვე გაკეთებული აქვს პირველადი მონახაზი სტენდებისა, რომელიც თბილისის მასშტაბით განთავსდება.

„მხოლოდ მუნიციპალიტეტების აქტიურობით ჩვენ ამ საერთო პრობლემას ვერ მოვაგვარებთ, ამიტომ, მოქალაქეებს მივმართავ თხოვნით, დაიცვან წესრიგი და არ დაანაგვიანონ მიწისქვეშა გადასასვლელები, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ იძულებული ვიქნებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად დავაჯარიმოთ ისინი“ - განაცხადა თბილისის მერმა.

თბილისის მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე კენჭი უყარა თბილისში არსებული 41 მიწისქვეშა გადასასვლელისა და მოედნის შპს „უძრავი ქონება - თბილისისთვის“ პირდაპირი განკარგვის წესით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42