ეკა ყუშიტაშვილის პატრულთან დაპირისპირების ჩანაწერს „youtube“-ზე ორ დღეში ოცდათექვსმეტ ათასზე მეტი ნახვა დაუგროვდა. თავად ჩანაწერებს არ ნახულობს, არც შვილს აძლევს ინტერნეტთან წვდომის საშუალებას, სიახლეებს საკუთარი თავის შესახებ ახლობლებისგან იგებს და ელოდება დროს, როდის მობეზრდებათ უცხო ადამიანებს მასზე საუბარი.
ეკა 24 წლის არის, მას 5 წლის გოგონა ჰყავს, რომელსაც მარტო ზრდის. მეუღლეს მაშინ დაშორდა, როცა ერთი თვის ორსული იყო… ამბობს, რომ სინამდვილეში სულაც არ არის ისეთი, როგორიც ჩანაწერებიდან ჩანს, სწორედ ამიტომ ის არასრულწლოვან მოზარდებსა და მათ მშობლებს ბოდიშს უხდის საკუთარი უცენზურო სიტყვების გამო…
– დაშორების მიზეზი რა იყო?
– ჩარეულები იყვნენ ჩემი და ჩემი მეუღლის ურთიერთობაში და ამან განაპირობა ჩვენი დაშორება.
– ვინ იყო ჩარეული?
– მამაკაცის გამო დამენგრა ოჯახი, ჩემი მეუღლის ოჯახის წევრი იყო ჩარეული ჩვენს ცხოვრებაში. მეუღლის ოჯახიდან მოდიოდა პროვოკაცია… ჩემთვის ძალიან მტკივნეული თემაა და არ მინდა ამის გახსენება. ქორწინებამ არ გაამართლა და მალევე დავშორდით, თუმცა ბავშვის მოცილება არც მიფიქრია, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ მხოლოდ ერთი თვის ვიყავი.
წყარო: primetimenews.ge
მასალის გამოყენების პირობები






