"ვიცი, ის არ ვარ ვისაც ელოდი, მაგრამ გთხოვ, შემიყვარე"- დაუნის სინდრომის მქონე ბავშვის დედის წერილი
საზოგადოება - 17:28, 03 Feb, 2015     8728
" მე და ჩემს მეუღლეს ერთმანეთი დიდი ხანი გვიყვარდა. ქორწინების შემდგომ ერთი გოგონა შეგვეძინა. ცოტა ხანში მეორეზე დავრჩი ფეხმძიმედ. მოუთმენლად ველოდით ოჯახის ახალ წევრს ... ჩემს პაწაწინა გოგოს... და აი დადგა ის დღეც, ღამის 10 საათზე წყალი დავღვარე და სამშობიაროში გამაქანეს. ღამის ორ საათზე, მშობიარობა დამეწყო და ექიმებმა ახალშობილი გულზე დამაწვინეს. ჩემს პაწაწინას მაშინვე სახეზე დავაცქერდი და ტირილი ამიტყდა... შევამჩნიე, რომ ჩემი პაწაწინა დაუნის სინდრომით დაიბადა... თვალებით ვეძებდი ვინმეს, ვინც ეჭვს გამიფანტავდა მაგრამ ეს რეალობა იყო, მე დაუნის სინდრომიანი პატარა მოვავლინე ამ ქვეყანას. მისი ერთი ციდა თვალები შემომციცინებდა და თითქოს მხოლოდ ერთ რაღაცას მეუბნებოდა:
"შემიყვარე, შემიყვარე... ვიცი, ის არ ვარ ვისაც ელოდი, მაგრამ გთხოვ, შემიყვარე".

ექიმებმა პატარა ინკუბატორში გაიყვანეს, მე შოკირებული ვიყავი, ბოლომდე მაინც არ მჯეროდა და პედიატრის საბოლოო დასკვნას ველოდი. ჩემი მეგობრები და ჩემი მეუღლე კი პატარასთან ერთად პოზირებდნენ, ასობით ფოტოს იღებდნენ, თითქოს არაფერი განსხვავებული არ მომხდარა. მეც თითქოს აღარ ვღელავდი და მშვიდად ველოდი ექიმის პასუხს, მანამ კი ვიხსენებდი,

მოვეფერე თუ არა ჩემს პაწიას, მივულოცე თუ არა დაბადება და ვაგრძნობინე თუ არა, რომ მე მისი მშობელი დედა ვიყავი, მანამ, სანამ ინკუბატორში გაიყვანდნენ.
და აი პედიატრიც მოვიდა, მითხრა რომ ჩემთან საქმე ჰქონდა... საბოლოოდ შემდეგი ფრაზით მითხრა სიმართლე: "შენ ამ ქვეყნად საოცარი პაწაწინას დედიკო ხარ, რომელსაც განსაკუთრებით სჭირდება შენი ყურადღება და სიყვარული. ის არაფრით განსხვავდება შენი პირველი ქალიშვილისგან, უბრალოდ მინდა გითხრა, ამ ეტაპზე გვაქვს ეჭვი, რომ ბავშვი დაუნის სინდრომით დაიბადა".
და აი მითხრა საბოლოოდ ვიღაცამ სიმართლე და მეც ჩავხედე მას თვალებში. ექიმთან საუბრის მომენტში ჩემი მეუღლე გვერდიდან არ მომშორებია, გამუდმებით მეფერებოდა და მამხნევებდა.

პაწაწინა როცა მომიყვანეს, შემეშინდა მისთვის შეხედვა, ამიტომაც მხოლოდ ვაკოცე.
როცა ექიმი გავიდა, ჩემს მეუღლეს ატირებულმა შევხედე, მან პასუხად მხოლოდ ეს მითხრა: "ჰო, საყვარელო, ჩვენ კიდევ ერთხელ გავხდით მშობლები, გილოცავ! ჩვენ ის ძალიან გვეყვარება".
შემდეგ ჩემს ციცქნასაც შევხედე და მივხვდი, თურმე საოცრად მენატრებოდა ის დღეები, როცა ინკუბატორში იყო. ის ჩემი მეორე სიხარული იყო. მე ვამაყობ ჩემი ქალიშვილით, მან კიდევ ერთხელ გვაჩუქა ჩვენ მშობლად ყოფნის ბედნიერება.



ბლოგერი კელ ჰამპტონი"











მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42