მიხეილ ჯანელიძემ EFTA-სთან მოლაპარაკებების დაწყების თაობაზე ბრიფინგი გამართა
ბიზნესი & ეკონომიკა - 15:35, 03 Feb, 2015     1476
ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან (EFTA), რომელიც შვეიცარიას, ნორვეგიას, ისლანდიას და ლიხტენშტეინს აერთიანებს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მოლაპარაკებებს იწყებს თავისუფალი ვაჭრობისშეთანხმების გაფორმების თაობაზე. ამის შესახებ დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მიხეილ ჯანელიძემ ბრიფინგი გამართა.

„EFTA-ს შეთანხმებები თითქმის ყველა იმ საკითხს მოიცავს, რასაც საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმება ითვალისწინებს. EFTA-ს წევრი სახელმწიფოები აწარმოებენ საქართველოსთვის ისეთი მნიშვნელოვანი საექსპორტო პროდუქციის იმპორტს, როგორიცაა მინერალური და მტკნარი წყლები, ყურძნის ნატურალური ღვინოები, კარტოფილი და სხვა ბოსტნეული, თხილი და კაკალი, კენკროვანი ხილი, სანელებლები, ხილის და ბოსტნეულის წვენები. EFTA-სთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების შედეგად საქართველოში წარმოებულ საქონელსა და მომსახურებას გაეხსნება კიდევ ერთი მაღალმსყიდველუნარიანი ბაზარი, რომელიც 4 ქვეყანას და 12 მილიონზე მეტ მომხმარებელს აერთიანებს. თავისთავად ცხადია, რომ საქონლისა და მომსახურების თავისუფალი გადაადგილება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს საექსპორტო და საინვესტიციო პოტენციალის ზრდას, ასევე ეტაპობრივად ახალი საწარმოებისა და სამუშაო ადგილების შექმნას. ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ ეს იქნება პირველი საერთაშორისო შეთანხმება, რომელსაც საქართველო ისლანდიასა და ლიხტენშტეინთან გააფორმებს“ - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, საქართველოსთან შესაბამისი მოლაპარაკებების დაწყების თაობაზე დადებითი გადაწყვეტილება 2014 წლის 17 ნოემბერს ჟენევაში გამართულ EFTA-ს მინისტერიალზე მიიღეს. 2015 წლის 4 თებერვალს თბილისში გაიმართება საქართველოსა და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციას შორის თანამშრომლობის ერთობლივი კომიტეტის მეორე სხდომა, რომლის ფარგლებში განხილული იქნება EFTA-საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების პირობები, ვადები და მოლაპარაკების პირველი რაუნდის გამართვის თარიღი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42