ჩუღურეთის რაიონში უფასო სასადილოების მონიტორინგი განხორციელდა
საზოგადოება - 15:25, 03 Feb, 2015     1253
თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურეობის სამსახურის უფროსმა გელა ჩივიაშვილმა და ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა ზურაბ ჩიკვილაძემ სოციალურად დაუცველთათვის მოწყობილი სასადილოების მონიტორინგი განახორციელეს და ბენეფიციარებს გაესაუბრნენ.

ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურეობის სამსახურის უფროსის გელა ჩივიაშვილის თქმით, ახალმა სატენდერო მოთხოვნებმა მნიშვნელოვნად გააუმჯობესა აქამდე არსებული მენიუ, ბენეფიციარები კმაყოფილები არიან და ხედავენ განსხვავებას ძველსა და ახალ სასადილოებს შორის. „ჩვენი მუდმივი საზრუნავი იქნება უმწეო მოქალაქეებისთვის უფრო ხარისხიანი პროდუქტების მიწოდება და აღნიშნული პროგრამის მეტად სრულყოფა, თუნდაც, საინტარული თვალსაზრისით“,– განაცხადა გელა ჩივიაშვილმა.

ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა ყურადღება ბენეფიციარების ინტერესებზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ მომსახურების სრულყოფის მიზნით, სასადილოები მუდმივად გაკონტროლდება. ზურაბ ჩიკვილაძის თქმით, წინა წლებთან შედარებით წელს სასადილოებში ბევრად უკეთესი მდგომარეობაა, თუმცა, პირობები კიდევ უფრო გაუმჯობესდება.

ჩუღურეთის რაიონში სულ 5 უფასო სასადილო ფუნქციონირებს, სადაც 2700 ბენეფიციარს შესაძლებლობა აქვს, მრავალფეროვანი და ხარისხიანი საკვები მიიღოს.

2015 წლის დასაწყისიდან უფასო სასადილოების ადგილმდებარეობა შეიცვალა და დღეს სოციალურად დაუცველებს თანამედროვე ტიპის კვების ობიექტებში ემსახურებიან. სოციალურად დაუცველებისთვის გარემო პირობების და მენიუს გაუმჯობესება ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ „ნილი“ უზრუნველყო.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42