პოეტი რეზო ამაშუკელი გაზეთ "ასავალ-დასავალთან" "ნაციონალურ მოძრაობაზე" საუბრობს და აცხადებს, რომ მის სიცოცხლეში აუცილებლად დააჭედებს მათ კუბოზე საბოლოო ლურსმანს და თან გაიყოლებს რამდენიმე "ნაცრაიხსფიურერს".
"ახლა ჩემი ერთადერთი ფიქრი, საზრუნავი და სურვილი არის ნაცმოძრაობის დამარხვა!, რაც შეეხება გამოსავალს, თუ საქართველო ამერიკის მონობისგან არ გათავისუფლდა, საქართველოს საშველი არ იქნება!.
აქვე მინდა მივმართო იმ ხალხსაც, ვინც მე მლანძღავს - თქვენ მე რომ არ გამლანძღოთ, ჩემი საქმე იქნება ძზალიან ცუდად. ვინაიდან მე თქვენი მლანძღვავთ, ე.ი. მე სწორად ვცხოვრობ და ზუსტად „ათიანებში“ ვურტყამ. ისე ვურტყამ, ლამის შარვლებიდან ამოხტეთ. თქვე უბედურებო, თორემ კაბები ისედაც გახდილი გაქვთ.
და კიდევ, მე ჩემს დარჩენილ სიცოცხლეში ბევრს ვერაფერს ვპირდები საზოგადოებას, მაგრამ იმდენს კი შევძლებ, რომ ბოლო ლურსმანი ჩავაჭედო ნაციონალების პოლიტიკურ კუბოში!
რაც შეეხება მუქარებს, რამდენიც არ უნდა იფურთხოთ, იმდენს მაინც მოვახერხებ, რომ ერთი ხუთი ბობოლა ნაცრაიხსფიურერი მაინც თან გაგიყოლოთ, თქვე უბედურებო!". - აცხადებს რეზო ამაშუკელი.
წყარო: "ასავალ-დასავალი"
მასალის გამოყენების პირობები






