ლუდის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლები ლუდზე აქციზის გაზრდის შესახებ გადაწყვეტილებას უარყოფითად აფასებენ და მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბრობენ.
კომპანიების წარმომადგენლების თქმით უსაფუძვლოა აქციზის გაზრდის აუცილებლობის ახსნა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით.
ასოცირების შეთანხმების მიხედვით საქართველოს ეკისრება ვადლებულება, რომ 100ლ. ლუდზე აქციზი შეადგენდეს, მინიმუმ 8.5 ევროს. დღეს ის უკვე შეადგენს უკვე შეადგენს 18.5 ევროს და აღემატება ევროკავშირის 12 ქვეყნის ანალოგიურ მაჩვენებელს.
ლუდის მწარმოებლები მიიჩნევენ, რომ ლუდზე აქციზის ზრდა სხვადასხვა სახის პრობლემების გაჩენას გამოიწვევს. კერძოდ: მომხმარებლისთვის ფასების ზრდა; ბაზრის და შესაბამისად წარმოების შემცირება; სამუშაო ადგილების შემცირების საფრთხის შექმნა; სხვადასხვა სახის გადასახედების და ა.შ.
მწარმოებელთა მოსაზრებით, უკეთესი იქნება თუ აქციზის ზრდა მოხდება წლიური ინფლაციის შესაბამისად, რაც მისცემს ამ დარგს განვითარების და ზრდის პერსპექტივას.
მასალის გამოყენების პირობები






