თამარ სანიკიძის და 116-ე სკოლის სკანდალი გრძელდება
საზოგადოება - 14:16, 03 Feb, 2015     2719
პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრი და 116-ე საჯარო სკოლის საგაფიცვო კომიტეტი 116-ე სკოლის ადმინისტრაციასა და განათლების სამინისტროს შორის არსებულ კონფლიქტზე განცხადებას ავრცელებს და განათლების უწყებას სკოლის დირექტორის და ისტორიის მასწავლებლის მიმართ განხორციელებული დევნის შეწყვეტისკენ მოუწოდებს:


"უკანასკნელი დღეების განმავლობაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხრიდან დაიწყო მორიგი მასშტაბური ზეწოლა 116-ე საჯარო სკოლის მოქმედი დირექტორის წინააღმდეგ, რაც ჩვენი აზრით არის გაგრძელება გასულ წლებში დაწყებული დევნისა. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ათასგვარი მოძველებული, უხეში და ბინძური მეთოდით ცდილობს შური იძიოს და გაუსწორდეს დიმიტრი მეჭურჭლიშვილს, იმის გამო რომ მან უარით უპასუხა მინისტრ სანიკიძის იძულებით დირექტივას - ჩამოაშოროს პედაგოგიურ საქმიანობას ამ სკოლის ისტორიის მასწავლებელი დავით ფერაძე. საბოლოო პირადი ანგარიშსწორება კი მიმართულია თავად ფერაძის წინააღმდეგ, რომელიც არ ეთანხმება სანიკიძის საგანმანათლებლო პოლიტიკას. ზეწოლის ისტორიაში ერთ-ერთი უპრეცედენტოა ე.წ. ანონიმური წერილი, რომელშიც წერია, რომ თურმე სსიპ ქალაქ თბილისის N116 საჯარო სკოლაში არის ფინანსური დარღვევეები, შერჩევით გაიცემა პრემიები, არის „გაბერილი“ შტატები და ა.შ. ცხადია, ანონიმური წერილი შეიცავს დეზინფორამაციას, მაგრამ ყველაზე ამაზრზენი გახლავთ ის, რომ წერილის ავტორი და თანდართული მისამართი თბილისში არ არსებობს. ჩვენი საფუძვლიანი ეჭვით ხსენებული შეთითხნილია თავად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტში (მითითებული თარიღი 2014 წლის 17 აპრილი). ეჭვს აძლიერებს ის გარემოებაც, რომ შიდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ ინსპექტირების მცდელობა (საქმის გარემოებების მოკვლევა) დაიწყო თითქმის ერთწლიანი დაგვიანებით. ჩვენ ვასკვნით, რომ ხსენებული წერილს საფუძველზე და შიდა აუდიტის დეპარტამენტის მეშვეობით სანიკიძე ცდილობს მონიტორინგის ნიღბით განახორციელოს „შტურმი“ სკოლაზე. მიგვაჩნია, რომ 116-ე საჯარო სკოლაში არ არსებობს არანაირი სახის დარღვევა, რაც დირექტორთან დაკავშირებით შეკითხვებს გააჩენს, ასევე მიგვაჩნია, რომ მორალურად და სამართლებრივად სამინისტოროს შიდა აუდიტი და მისი ხელმძღვანელი თავად არიან ნეპოტიზმის წარმომადგენლები. ჩვენ არ ვცნობთ მათ. ამიტომ აუდიტის გამოჩენა სკოლის ეზოსთანაც კი მყისიერად გამოიწვევს 116-ე საჯარო სკოლის პედაგოგების, მოსწავლეებისა და მშობლების პროტესტს.
ჩვენ არაერთხელ შევთავაზეთ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შექმნილი კონფლიქტური სიტუაციიდან გამოსავალი, კერძოდ - წარადგინოს 116-ე საჯარო სკოლის დირექტორობის კანდიდატად დირექტორობის უფლების მქონე და უკანონოდ „დაბლოკილი“ დაიმიტრი მეჭურჭლიშვილი, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით ამჟამად ისევ ასრულებს დირექტორის მოვალეობას. მინისტრის ეს გადაწყვეტილება შეარბილებდა, როგორც დაძაბულ სიტუაციას, ასევე ავტომატურად დაასრულებდა მეჭურჭლიშვილის მიერ განათლების სამინისტროს წინააღმდეგ დაწყებულ სასამართლო დავასაც. თუმცა, ჩვენ მოწინააღმდეგ მხარეს დაყენებული საკითხის გონივრულად გადაწყვეტისთვის ჯერ კიდევ აქვს დრო.
დღეიდან 116-ე საჯარო სკოლის საგაფიცვო კომიტეტი გადადის მუდმივ მზადყოფნაში საპროტესტო აქტივობებისთვის. ჩვენი კატეგორიული მოთხოვნაა: შეწყდეს სამინისტროს შიდა აუდიტის ინსპექტირების ეგიდით დაწყებული დევნა 116-ე საჯარო სკოლის მოქმედი დირექტორის დიმიტრი მეჭურჭლიშვილისა და ამავე სკოლის ისტორიის მასწავლებლის დავით ფერაძის მიმართ, წინააღმდეგ შემთხვევაში მოსალოდნელ დესტაბილიზაციასა და უმართავ პროცესებზე პასუხისმგებლობა დაეკისრება განათლებისა და მეცნიერების მინისტრს"- ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42